Jump to content

მწარმოებლებს სჯერათ, რომ ახალი თაობის კონსოლები დიდ გავლენას მოახდენენ ინდუსტრიაზე


Recommended Posts

კომპანიები - Sony და Microsoft-ი აქტიურად მუშაობენ ახალი თაობის გეიმინგ-კონსოლებზე და მათ შესახებ თანდათანობით მეტი დეტალი ხდება ცნობილი. თავისი აზრი მომვალი გეიმინგ-პლატფორმების შესახებ რესურს GamingBolt-ს გაუზიარა სტუდია Headup Games-ის ხელმძღვანელმა Mark Aldrup-მა. 

image.jpeg 

სპეციალისტის აზრით, გეიმინგ-სისტემების ახალი თაობა მოიტანს „უმნიშვნელოვანეს და ყველაზე ღირებულ ცვლილებებს კონსოლების ისტორიაში“. ეს ცვლილებები დაკავშირებული იქნება სტრიმინგ-სერვისების განვითარებასთან, თამაშების გამოწერის სისტემასთან და „დისკის გარეშე მოქმედ სისტემებთან“. ეს უკანასკნელი სულ უფრო პოპულარული ხდება, PC-გეიმერები უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ დისკებს. 

მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ თავად კონსოლების არსი პირვანდელი დარჩება. ანუ, ეს იქნება გეიმინგ-პლატფორმა, რომელიც ინარჩუნებს თავის აქტუალურობას წლობით და არ საჭიროებს რეგულარულ განახლებებს. ამგვარი სქემა მწარმოებლებს საშუალებას მისცემს კონცენტრირდნენ თამაშების ოპტიმიზაციაზე და არა - განახორციელონ სხვადასხვა უამრავი კონფიგურაციის შემუშავება როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე მობილური მოწყობილობებისთვის. 

image.jpeg 

რესურსი PC Games Hardware აღნიშნავს, რომ კომპანია Sony-მ უკვე განაცხადა ახალი თაობის კლასიკური კონსოლის შემუშავების შესახებ, სახელად - PlayStation 5. მასთან ერთად შესაძლოა გმოვიდეს კონსოლის ვერსიაც, რომელიც გათვლილია სტრიმინგ-სერვისებთან მუშაობაზე. რაც შეეხება Microsoft-ს, იგი ერთდროულად რამოდენიმე ახალ კონსოლზე მუშაობს. მათგან ორი ერთმანეთისგან მახასიათებლებით განსხვავებული კლასიკური გეიმინგ-პლატფორმა იქნება, კიდევ ერთი მათგანი კი განკუთვნილი იქნება სტრიმინგ-სერვისებისთვის. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მთავარი პრობლემა ისევ ხარდის სწრაფათ განვითარებაა, ანუ სანამ ეგენი პოპულარული ხდებიან და ბევრი შეიძენს ხარდი უკვე მორალურათ უძველდებათ, ზოგი გეიმერი ხუჭავს მაგაზე თვალებს ზოგი კი არა, პს3 ლამის 10 წელი რომ არ იცვლებოდა ეგ დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, ნუ მაუსი-კლავის საპორტის დამატება რომ დაიწყეს ეგეც საინტერესო ხოდია, ხვდებიან უკვე რომ მარტო ძველი ბაგაჟით ყველა გეიმერის გულს ვეღარ მოიგებენ და ცდილობენ ყველა გეიმერის მოთხოვნა დააკმაყოფილონ, მე მაგალითათ 90% იგრებში კლავა-მაუსით თამაში უფრო მიყვარს და მეხერხება, სულ რამდენიმე ჟანრია სადაც ჯოიპადს ექნება უპირატესობას რეალურათ

Link to comment
Share on other sites

კლავიატურა მაუსის დამატება მართლა კაი იქნება მაგრამ დაამატებენ რო? ამასწინებზე წავიკითხე რო Xbox one-ზე აპირებენო, მაგრამ ყველა თამაშს არ ექნება მხარდაჭერაო. ამ ახალ კონსოლებზე როგორ არის საქმე ჯორჯ ხომ არ იცი? 

Link to comment
Share on other sites

რამდენადაც ვიცი დამატებულია კაკ მინიმუმ ახალ ბოქსზე მაუსიც და კლავიტაურაც, მგონი ცალკე უშვებენ სპეციალურათ ეგეთ კლავა-მაუსებს ეხლა, სადღაც რაღაც ნიუსებიც დავაგდე მაუს-კლავას თემაში, რამდენათ გამართულათ მუშაობს და რამდენ თამასში აქვს მაგის მხარდაჭერა ეგ აღარ ვიცი, ალბათ შემდეგი თაობის კონსოლებზე კიდე უფრო უკეთესი სიტუაცია იქნება მაგ მხრივ და უფრო ბევრ თამაშებში შეგეძლება გამოყენება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.