Jump to content

რა სჭირდება კაცობრიობას, რათა კოსმოსში მყარად დაფუძნდეს?


Recommended Posts

ჩვენ სიცოცხლით სავსე პლანეტაზე ვცხოვრობთ. 14 მლნ იდენტიციფირებული სახეობა, უზარმაზარი ბიომრავალფეროვნება შთამბეჭდავია. ჩვენ ამ მრავალფეროვნება ვეყრდნობით საკვებისა და რესურსების მხრივ და როგორც კი დედამიწის ატმოსფეროს ვტოვებთ, ეს სიმბიოზური ურთიერთობები არსებობას წყვეტს. 

image.jpeg 

შევძლებთ თუ ვერა დედამიწის გარეთ ცხოვრებას? 

ითვლება, რომ გარდაუვალია გამოკვლეული და დასახლებული იქნას მზის სისტემის სხვა ნაწილები და საერთოდ მთელი გალაქტიკა. ბოლო ათწლეულებში კაცობრიობამ უდიდეს წარმატებას მიაღწია კოსმოსის ათვისებაში. და მაინც, უამრავი მეცნიერი სვა კითხვას: ნუთუ შესაძლებელია ადამიანი გახდეს რესურსებისგან დამოუკიდებელი იმ სამყაროში, რომლის უდიდესი ნაწილი ცივი, ბნელი და საშიშია, გარდა ჩვენი დედამიწისა? 

საკვების გაზრდა-მოპოვება კოსმოსში 

კოსმოსში ადამიანისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის ამრავი კომპონენტია აუცილებელი. კაცობრიობამ უნდა გადაჭრას შემდეგი საკითხები: სად მოიპოვონ ადამიანებმა მომავლის ქალაქების ასაშენებელი მასალები, როგორ მოახდინონ ეფექტური ენერგიის გენერირება და როგორ მიიღონ კვების წყაროსთან წვდომა. ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა  SpaceX, Blue Origin და NASA - აგრძელებენ დედამიწის ფარგლებს გარეთ მოძრაობას და ამის პარალელურად, კოსმოსში რესურსებზე წვდომის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მზის სისტემისგან რაც უფრო შორს წავა ადამიანი, მით რთული იქნება დაეყრდნოს დედამიწას - როგორც რესურსების წყაროს. 

საკვებზე საუბრისას უნდა აღინიშოს, რომ მცირე ხნის წინ გასაოცარი პროგრესი ვიხილეთ. ჩინურმა მოდულმა წარმატებით გამოზარდა ბამბის ნერგები მთვარეზე. რთული პირობების გამო მცენარეები მალე დაიღუპა, თუმცა თავად ფაქტი მნიშვნელოვანია. 

NASA-ს მარსის მისიის თანახმად მთვარე მიიჩნევა, როგორ პოტენციური „სატრანზიტო პუნქტი“ მარსისკენ მიმავალ გზაზე. Blue Origins-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი კი განწყობილია, რომ მთვარეზე მუდმივი დასახლება გაჩნდეს. რა შედეგები მოჰყვება მთვარეზე მცენარეების გაზრის მცდელობას - მიღებული შედეგების გათვალისწინება შესაძლებელი იქნება მარსული კოლონიის საკითხშიც. 

პირველი შემთხვევ არ არის, რომ ასტრონავტები კოსმოსში საკვებ მცენარეებს ზრდიან. 2015 წლის აგვისტოში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმა გასინჯეს პირველი, კოსმოსში მოყვანილი ბოსტნეული. სადგურზე არსებული კოსმოსური ბაღი სათბურის მსგავსია: ამ მოდულში სინათლე და წყალი ავტომატურად კონტროლდება. 

ამგვარი ძალისხმევები მხარდაჭერილია გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებითა და მათი თესლებით, რადგანაც ისინი უკეთ ადაპტირებადია კოსმოსურ პირობებთან. მცენარის თესლებმა კოსმოსში ყოფნისას უნდა გაუძლონ ულტრაიისფერ და კოსმოსურ გამოსხივებას, დაბალ წნევას, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსა და მიკროგრავიტაციას. მათ გენეტიკაში შეტანილი ცვლილებები საშუალებას იძლევა ეს სირთულეები გადაილახოს. გენური ინჟინერია, რეალურად, შესაძლოა გახდეს ადამიანის რესურსდამოკიდებულებისგან განმათავისუფლებელი ინსტრუმენტი. 

NASA აგრეთვე სწავლობს საკვების 3D-ბეჭდვის საკითხს. გასულ წელს სააგენტომ ასტონავტებს საშუალება მისცა დაემზადებინათ („დაებეჭდათ“ 3D-პიცა კოსმოსში. 

თვითმხარდაჭერის მქონე კოსმოსური ხომალდები 

კოსმოსის ათვისების საკითხში კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია სწრაფვა - გათავისუფლდეს ადამიანთა რასა მხოლოდ დედამიწაზე ცხოვრებისგან. დედამიწა თეორიულად სხვადასხვა სახის საფრთხის ქვეშ იმყოფება, მაგალითად, სუპერნოვას აფეთქება, ატომური ომი ან ასტეროიდები. მზის სისტემის სხვა ნაწილში კოლონიების აშენება „სადაზღვევო ბილეთი“ გახდება კაცობრიობისთვის. 

უამრავი მწერალი-ფანტასტი იკვლევდა იდეას „ხომალდების თაობების“ ან ვასკვლავთშორისი „კიდობნის“ შესახებ. ამგვარი ხომალდი შესაძლებელია მოემსახუროს ადამიანთა მცირე კოლონიას და მიაღწიოს დანიშნულების ადგილს ასეულ-ათასობით წლის შემდეგ. ხომალდის პირვანდელი მგზავრები მოხუცდებიან და გარდაიცვლებიან, თავინთ შთამომავლებს კი დატოვებენ შემდგომი მოგზაურობისთვის. სწორედ ასეა შსაძლებელი ამგვარი ხომალდებით ადამიანების გადარჩენა და მათი გავრცელება სამყას სხვა ნაწილებში. 

საბოლოო ჯამში, ამგვარი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ კოსმოსის ათვისებისა და საერთოდ კაცობრიობისთვის. 

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.