Jump to content

მსუბუქი და მდგრადი მასალა, რომელიც რაკეტებსა და ავტომობილებს მაღალი ტემპერატურისგან დაიცავს


Recommended Posts

ათწლეულების განმავლობაში საწარმოო და სამეცნიერო ინსტრუმენტების მაღალი ტემპერატურისგან დასაცავად კერამიკული აეროგელები გამოიყენებოდა. მათ შეუძლიათ მარტივად აღუდგნენ წინ ძლიერ სიცხეს და ამავე დროს შეინარჩუნონ სიმსუბუქე და სიმტკიცე, თუმცა ყოველი ერმული ზეგავლენისას ისინი ელასტიურობას კარგავენ და მსხვრევადნი ხდებიან. ამ ნაკლოვანების გამოსწორებით დაკავდნენ კალიფორნიის, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მკვლევარები და, როგორც ჩანს, შედეგმაც არ დააყოვნა. ახალი მასალის სიმტკიცე, სიმსუბუქე და სხვა თვისებები რამოდენიმე ექსპერიმენტის შედეგად დამტკიცებულია. 

image.jpeg 

მასალა შედგება ბორის ნიტრიტის კერამიკული მატერიალის თხელი შრეებისგან. მისი ატომები ქმნიან ექვსკუთხოვან სტრუქტურას და მავთულხლართს მოგვაგონებს. სხვა მსგავსი მასალებისგან განსხვავებით აეროგელის ახალი სახეობა გაცხელებისა და მექანიკური ზეწოლისას არ ფართოვდება, არამედ ზეწოლის მიმართულებით პერპენდიკულად იჭიმება. აეროგელის შემადგენლობის 99% ჰაერია და ამით აიხსნება მისი რეკორდული სიმსუბუქე. 

მასალის რეაქცია შეკუმშვისას შესაძლებელია აიხსნას მარტივი მაგალითით: თუკი ოგბურთის ბურთს ხელს მოვუჭერთ, მისი გვერდები განზე გადის. აეროგელის შემთხვევაში ყველა მისი მხარე შიგნით მიიწევს. მასალის შეკუმშვა შესაძლებელია მისი მთელი მოცულობის 5%-მდე - ამის შემდეგ იგი სწრაფად იბრუნებს თავდაპირველ ფორმას. 

image.jpeg 

ტეამპერატურისადმი მდგრადობა დამტკიცდა ორი ტესტით. პირველი ტესტის დროს აეროგელი მოათვსეს კონტეინერში, სადაც მკვეთრად იცვლებოდა ტემპერატურა -198 °C-იდან +900 °C-მდე და პირიქით. მეორე ტესტის მიხედვით კონტეინერში +1400 °C ტემპერატურა იყო - მასში მოთავსებულმა აეროგელმა თავისი პირვანდელი სიმტკიცის მხოლოდ 1% დაკარგა. 

კვლევის ხელმძღვანელის თქმით, გუნდი მალე შეძლებს მოახდინოს მასალის ადაპტირება კოსმოსურ აპარატებში, ავტომობილებსა და სხვა ტექნიკაში გამოყენებისთვის. იგი სასარგებლო იქნება როგორც ტემპერატურის ცვლილებებისგან დასაცავად, აგრეთვე ფილტრაციისა და სითბოს შენარჩუნებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.