Jump to content

ტარდება ტექნოლოგიის გამოცდა, რომლის მეშვეობითაც 30 წუთით ადრე ხდება ტორნადოსა და კოკისპირული წვიმების პროგნოზირება


Recommended Posts

image.png

ტოკიოში დაიწყო რეალურ დროში ამინდის პროგნოზირების სისტემის გამოცდა. ტექნოლოგია დაფუძნებულია მეტეოროლოგიური რადიოლოკატორებისა და ციფრული რადიოტალღების მონაცემებზე და შეუძლია 20-30 წუთით ადრე მოახდინოს ძლიერი წვიმისა და ტორნადოს პროგნოზირება. 

სისტემა დაკავდება ეგრეთ წოდებული „პარტიზანული წვიმის“ პროგნოზირებით - ეს არის ნალექები, რომლებიც ყალიბდება წყლის ორთქლით და საკმაოდ რთულია მათი პროგნოზირება. მაგალითად, ამჟამად არსებული მეტეოროლოგიური სისტემები ამ დავალებას ვერ უმკლავდებიან. 

სისტემის აგებას ახორციელებს იაპონიის ეროვნული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტ (NICT) - სხვა სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან ერთად. იგეგმება, რომ სისტემა ამოქმედებული იქნება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 

ამინდის პროგნოზირება ხორციელდება მრავალპარამეტრიანი მეტეოროლოგიური რადარით,  ფაზირებული ბრტყელი ანტენით, რომელიც რადიოტალღებს უფრო ფართო დიაპაზონში ასხივებს, ვიდრე ტრადიციულ რადარებზე არსებული ჩვეულებრივი, ჩაღრმავებული, ფინჯნის ფორმის ანტენები. ყოველ 30 წამში ხდება ღრუბლების სტრუქტურის სამგანზომილებიანი სკანირება. 

ამავე მიმართულებით სიახლე აქვთ ჩინელებსაც. მათ სტორიაში პირველად გაუშვეს უპილოტო რაკეტა-ზონდი მეტეოროლოგიური დაკვირვებებისთვის. აპარატი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს იმ რაიონების ატმოსფერული მოვლენები, რომლებიც სხვა ზონდების კონტროლს გარეთ იმყოფება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.