Jump to content

რა შეგვიძლია ვისწავლოთ QuadrigaCX-ის ფიასკოსგან?


Recommended Posts

image.jpeg

კრიპტო-საიდუმლო“ და „190 მლნ დოლარიანი კატასტროფა“ - ეს QuadrigaCX-ის ისტორიის მხოლოდ რამოდენიმე სათაურია. უმსხვილესი კანადური კრიპტოსავალუტო ბირჟა გაბანკროტების ზღვარზე იმყოფება მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ. რისი სწავლა შეგვიძია ამ ისტორიიდან? 

QuadrigaCX-ის ისტორია 

QuadrigaCX-ის მფლობელი, ჯერალდ კოტენი ერთადერთი იყო, ვისაც წვდომა ჰქონდა კომპანიის საფულეებთან. ეს ისტორია შეთქმულების თეორიითაა გარემოცული, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, თუ რატომ ადევნებენ ამ ისტორიას თვალყურს დიდი ინტერესით ბლოკჩეინისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები. მათთვის QuadrigaCX-ის შემთხვევა ხაზს უსვამს გასაღებების სწორად მართვასა და მათი აღდგენის საჭიროებას. 

გასაღებების სწორად მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიისადმი ნდობის საკითხში. იგი აუცილებელია არა მარტო შიდა უწყვეტობისთვის, აგრეთვე ინვესტორებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომლებიც იმის გარანტიას ეძებენ, რომ პრივატული გასაღებები რისკის წინაშე არ დადგეს. ბაზარზე, სადაც ყველა ორგანიზაცია არ არის გამჭვირვალე საკითხში - თუ როგორ ზრუნავს უსაფრთხოებაზე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიები კარგად ორგანიზებული კრიპტო-კომპანიისთვის განმასხვავებელი ნიშანი იქნება. განსაკუთრებით ახლა  QuadrigaCX-ს ბაზარზე ბუნდოვანება შემოაქვს. 

QuadrigaCX არ არის ერთად ერთი ორგანიზაცია, რომელშიც მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს აქვს წვდომა კრიტიკულ გასაღებებთან. კრიპტოექსპერტები ხშირად ურთიერთობენ კრიპტობირჟების ლიდერებსა და ბროკერებთან და ბევრ მათგანს უჭირს სათანადო რისკ მენეჯმენტის დანერგვა. მათ ესმით, რომ ეს არ არის იდეალური სიტუაცია  - შეიქმნას ე.წ. single point of failure ცივ საფულეებთან (cold wallet) წვდომისას, თუმცა გარემოებების გათვალისწინებით მათი აზრით ალტენატივების დანერგვა შეუძლებელია, ან პრობლემა არ არის პრიორიტეტული. 

გასაღებების მართვის ამგვარი სისტემით საფრთხის ქვეშ დგება კრიპტო ბირჟის  უწყვეტობა და ამავე დროს მეტად დაუცველი ხდება ის პირი ან პირები, ვისაც  გასაღებებზე წვდომა გააჩნია. 

Multi-signature საფულე ან ცოდნის ანაწილება 

საბედნიეროდ, არსებობს სხვა შესაძლო გადაწყვეტილებები. Multi-Signature საფულე მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამ ან მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა საფულეზე. საუკეთესო ვარიანტია შეიქმნას სქემა - „სამი ხუთიდან ან ხუთი შვიდიდან“: ამგვარ შემთხვევებში საფულეს აკონტროლებს ხუთი ან შვიდი პირი, თუმცა საფულეში არსებულ აქტივებზე წვდომისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ან ხუთი პირი. ამგვარ შემთხვევაში არ დადგება საკუთრება საფრთხის ქვეშ, თუკი ერთი რომელიმე პირი გასაღებს დაკარგავს. 

ზუსტად ასევა შესაძლებელი უფრო კლასიკური მეთოდების გამოყენება იმ გასაღების დანაწილებისთვის, რომლითაც იმართება საფულის აქტივები. გასაღების ანაწილება შესაძლებელია რამოდენიმე ნაწილად. ამ შემთხვევაში გამოიყენება სქემა „სამიდან სამი“ და იგი ყველაზე გავრცელებული საშალებაა გასაღების აღსადგენად. 

მესამე სანდო მხარესთან მუშაობა კრიპტოკომპანიებს დამატებით გარანტიებს მისცემს მათი გასაღებების მართვისა და აღდგენის საკითხებში. ექსპერტები უკვე დაეხმარნენ კრიპტობაზარზე არსებულ რამოდენიმე ორგანიზაციას მათი გადაწყვეტილებების შემუშავება-გაანალიზებაში. Offline უსაფრთხო საცავი გასაღებებისთვის - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გასაღებების სწორად მართვაში.  

QuadrigaCX-ის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ბირჟასთან დაკავშირებული შემთხვევა სხვა კრიპტო-ბირჟებს აიძულებს გულმოდგინედ გადახედონ და შეაფასონ თავიანთი რისკები, აგრეთვე აღდგენის პროცედურები. ეს ღონისძიებები დაეხმარება არა მარტო კონკრეტულ ორგანიზაციებს, არამედ სრულიად კრიპტოვალუტების ინდუსტრიის რეპუტაციას. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.