Jump to content

მსოფლიოში პირველი 5G კინოთეატრი: ფილმების პირდაპირი ტრანსლაცია მეხუთე თაობის ქსელში


Recommended Posts

ბოლო ათწლეულში სმარტფონები პოპულარული საშუალება გახდა ვიდეოკონტენტის საყურებლად. ასე რომ კინოთეატრები იძლებულნი არიან ადაპტირდნენ ახალ დროებასთან. ტექნოლოგიის განვითარების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა მათ მიიღონ იმავე სტრიმინგ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც მობილურ ტექნიკას გააჩნია. Odeon-ი და მისი ნორვეგიული პარტნიორი, ქსელური კავშირების ოპერატორი Telia უკვე მართავენ მსოფლიოში პირველ კინოთეატრს 5G ქსელის მხარდაჭერით: ხდება ფილმების დემონსტრირება, რომლებიც მეხუთე თაობის ქსელით მიეწოდება. 

image.jpeg 

Telia-მ ამ ინიციატივის შესახებ თავდაპირველად 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, თუმცა მას წელიწადზე მეტი დასჭირდა ფილმების სატესტო 5G ჩვენების ორგანიზებისთვის. Odeon-ი აცხადებს, რომ ფილმების ცოცხალი ტრანსლაცია შესანიშნავად ხორციელდება 5G ქსელში. კომპანია 5G ქსელს გამოიყენებს ფილმების საკუთარ სერვერებზე მისაღებად შემდგომი ტრანსლაციებისთვის. 

მიღწევა გვიჩვენებს, რომ უსადენო 5G კავშირს შეუძლია ლოკალური საცავის ქმედითი ალტერნატივა იყოს კომერციულ პირობებშიც კი, სადაც დაუშვებელია ბუფერიზაცია ან გაუარესებული აუდიოვიზუალური ჩვენება. 4G LTE ქსელი გაჭირვებით უმკლავდება ვიდეოკონტენტის 720p ფორმატში გაშვებას, ამიტომ, როგორც წესი, კინოთეატრებში ფილმების ჩვენება ხდება 4K გაფართოებით ან მასზე უფრო ნაკლები რეზოლუციით. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, ტესტირებებში Odeon-ისა და Telia-ს სიჩქარის მაჩვენებელი 2,2 გბიტი/წმ-ია, რაც ათჯერ აღემატება სამომხმარებლო 4G ქსელის სიჩქარეს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კინოთეატრმა შეძლოს არა ხოლოდ ფილმების 5G ჩვენება, არამედ სტუმრების Wi-Fi-თი უზრუნველყოფა. 

ძველად კინოთეატრები ფილმებს ფირების სახით იღებდნენ, ბოლო დროს ეს პროცესი თითქმის მთლიანად ციფრულ ფორმატში გადავიდა, 5G ქსელის გავრცელება კი კინოთეატრებში სიახლეების მიღებას მყისიერს გახდის. 7-8 მილიწამის დაგვიანებით კი შესაძებელი იქნება კინოთეატრებში ცოცხალი კონცერტების ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მაღალ ხარისხში ტრანსლირება. 

5G ქსელზე იმედებს არა მხოლოდ კინოთეატრები ამყარებენ, არამედ ავტონომიური ტრანსპორტის მწარმოებლები, ვირტუალური რეალობის მოწყობილობების, სტრიმინგ-თამაშებისა და ინტერნეტ-ნივთების შემქმნელები და ა.შ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.