Jump to content

ჩინეთმა დაიწყო პირველ კოსმოსურ მზის ელექტროსადგურზე მუშაობა


Recommended Posts

ჩინეთს სურს განახლებადი ნერგიის მოპოვების სრულიად ახალ დონეზე გადასვლა. ჩინელი მეცნიერები გეგმავენ დედამიწის ახლო ორბიტაზე ააგონ ისტორიაში პირველი კოსმოსური მზის ელექტროსადგური. დაგეგმილია, რომ იგი აიგება დედამიწიდან 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე და შეძლებს ეფექტურად და, რაც მთავრია, უწყვეტად მოაგროვოს მზის ენერგია, რომელიც შემდეგ დედამიწაზე არსებულ სადგურს გადაეცემა. 

image.jpeg 

კოსმოსური სადგურისგან გამომუშავებული ელექტროენერგია გარდაიქმნება მიკროტალღებად ან ლაზერულ სხივებად, რათა გადაეცეს დედამიწაზე არსებულ სპეციალურ კოლექტორებს. კოსმოსური სადგური პროექტი წარდგენილი იყო ჯერ კიდევ 2015 წელს. ავსტრალიური რესურსი - Sydney Morning Herald - ჩინური გამომცემლობის, Science and Technology Daily-ს გზავნილზე დაყრდონით იტყობინება, რომ ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ადრეული ექსპერიმენტალური პროტოტიპის შემუშავება. 

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური აკადემიის წარმომადგენლის თქმით კოსმოსური მზის ელექტროსადგური შეძლებს გახდეს „სუფთა ენერგიის ამოუწურავი წყარო კაცობრიობისთვის“. შესაძლებელი იქნება ელექტრომობილები დაიტენოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. სადგური შეძლებს უზრუნველყოს ელექტროენერგიის პრაქტიკულად უწყვეტი მიწოდება იმაზე ექვსჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ნებისმიერი დედამიწური მზის სადგური ახერხებს.  

პროექტის რეალიზება რამოდენიმე ეტაპად განხორციელდება. 2021-2025 წლებში სტრატოსფეროში გაიგზავნება რამოდენიმე კომპაქტური პროტოტიპი მზის ენერგიის მოგროვებისა და მისი დედამიწისკენ გადაცემის გამოცდისთვის. 2030 წელს მეცნიერებს სურთ დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანონ მეგავატური კლასის ელექტროსადგური, 2050 წელს კი - გიგავატური. 

ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი შეძლებს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შექმნის კოსმოსურ ელექტროსადგურს, რომელსაც რეალური პრაქტიკული ღირებულება ექნება. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სადგურის ორბიტაზე გასაყვანად მთავარ ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს მზის ენერგიის შემგროვებელი ტექნოლოგიის აწყობა - მის შესაქმნელად საჭირო აუცილებელი ელემენტები უკვე მზად არის. მთავრი პრობლემა გახლავთ სადგურის მასა, რომელიც მიმდინარე გამოთვლებით დაახლოებით 1000 ტონა იქნება. ეს წონა თითქმის ორნახევარჯერ მეტია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომლის წონაც დაახლოებით  400 ტონას შეადგენს. 

ამ დროისთვის ჩინელი სპეციალისტები ცდილობენ შეისწავლონ ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი პოტენციური საშუალება. მის მიხედვით რობოტებისა და 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის წყალობით შესაძოა ელექტროსადგური პირდაპირ კოსმოსში აშენდეს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაგეგმილია რომ მზის ენერგია მიკროტალღებად ან ლაზერებად უნდა გარდაიქმნას, ასე რომ მეცნიერებს აგრეთვე სურთ შეისწავლონ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მიკროტალღური გამოსხივების დედამიწაზე გადაცემამ ატმოსფეროსა და პლანეტის ეკოლოგიაზე. 

მოსალოდნელია, რომ ორბიტალური კოსმოსური ელექტროსადგური შეძლებს შეამციროს ჰაერის დაბინძურება - იმ მრავალრიცხოვანი დედამიწური სადგურების გამონაბოლქვი, რომლებიც ამოწურვად საწვავზე მუშაობენ. გარდა ამისა, ერთ-ერთ პერსპექტივად სახელდება სადგურის, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება სამომავლო შორეულ კოსმოსურ პროგრამებში. 

ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო აგრეთვე აღნიშნავს, რომ კოსმოსში მზის ენერგიის გამოყენების საკითხზე აგრეთვე მუშაობს იაპონია, ინდოეთი და რამოდენიმე ევროპული ქვეყანა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.