Magdalena Posted February 18, 2019 Share Posted February 18, 2019 ჩინეთს სურს განახლებადი ენერგიის მოპოვების სრულიად ახალ დონეზე გადასვლა. ჩინელი მეცნიერები გეგმავენ დედამიწის ახლო ორბიტაზე ააგონ ისტორიაში პირველი კოსმოსური მზის ელექტროსადგური. დაგეგმილია, რომ იგი აიგება დედამიწიდან 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე და შეძლებს ეფექტურად და, რაც მთავარია, უწყვეტად მოაგროვოს მზის ენერგია, რომელიც შემდეგ დედამიწაზე არსებულ სადგურს გადაეცემა. კოსმოსური სადგურისგან გამომუშავებული ელექტროენერგია გარდაიქმნება მიკროტალღებად ან ლაზერულ სხივებად, რათა გადაეცეს დედამიწაზე არსებულ სპეციალურ კოლექტორებს. კოსმოსური სადგურის პროექტი წარდგენილი იყო ჯერ კიდევ 2015 წელს. ავსტრალიური რესურსი - Sydney Morning Herald - ჩინური გამომცემლობის, Science and Technology Daily-ს გზავნილზე დაყრდონით იტყობინება, რომ ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ადრეული ექსპერიმენტალური პროტოტიპის შემუშავება. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური აკადემიის წარმომადგენლის თქმით კოსმოსური მზის ელექტროსადგური შეძლებს გახდეს „სუფთა ენერგიის ამოუწურავი წყარო კაცობრიობისთვის“. შესაძლებელი იქნება ელექტრომობილები დაიტენოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. სადგური შეძლებს უზრუნველყოს ელექტროენერგიის პრაქტიკულად უწყვეტი მიწოდება იმაზე ექვსჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ნებისმიერი დედამიწური მზის სადგური ახერხებს. პროექტის რეალიზება რამოდენიმე ეტაპად განხორციელდება. 2021-2025 წლებში სტრატოსფეროში გაიგზავნება რამოდენიმე კომპაქტური პროტოტიპი მზის ენერგიის მოგროვებისა და მისი დედამიწისკენ გადაცემის გამოცდისთვის. 2030 წელს მეცნიერებს სურთ დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანონ მეგავატური კლასის ელექტროსადგური, 2050 წელს კი - გიგავატური. ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი შეძლებს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შექმნის კოსმოსურ ელექტროსადგურს, რომელსაც რეალური პრაქტიკული ღირებულება ექნება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სადგურის ორბიტაზე გასაყვანად მთავარ ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს მზის ენერგიის შემგროვებელი ტექნოლოგიის აწყობა - მის შესაქმნელად საჭირო აუცილებელი ელემენტები უკვე მზად არის. მთავარი პრობლემა გახლავთ სადგურის მასა, რომელიც მიმდინარე გამოთვლებით დაახლოებით 1000 ტონა იქნება. ეს წონა თითქმის ორნახევარჯერ მეტია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომლის წონაც დაახლოებით 400 ტონას შეადგენს. ამ დროისთვის ჩინელი სპეციალისტები ცდილობენ შეისწავლონ ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი პოტენციური საშუალება. მისი მიხედვით რობოტებისა და 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის წყალობით შესაძლოა ელექტროსადგური პირდაპირ კოსმოსში აშენდეს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაგეგმილია რომ მზის ენერგია მიკროტალღებად ან ლაზერებად უნდა გარდაიქმნას, ასე რომ მეცნიერებს აგრეთვე სურთ შეისწავლონ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მიკროტალღური გამოსხივების დედამიწაზე გადაცემამ ატმოსფეროსა და პლანეტის ეკოლოგიაზე. მოსალოდნელია, რომ ორბიტალური კოსმოსური ელექტროსადგური შეძლებს შეამციროს ჰაერის დაბინძურება - იმ მრავალრიცხოვანი დედამიწური სადგურების გამონაბოლქვი, რომლებიც ამოწურვად საწვავზე მუშაობენ. გარდა ამისა, ერთ-ერთ პერსპექტივად სახელდება სადგურის, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება სამომავლო შორეულ კოსმოსურ პროგრამებში. ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო აგრეთვე აღნიშნავს, რომ კოსმოსში მზის ენერგიის გამოყენების საკითხზე აგრეთვე მუშაობს იაპონია, ინდოეთი და რამოდენიმე ევროპული ქვეყანა. https://hi-news.ru/technology/kitaj-pristupil-k-razrabotke-pervoj-kosmicheskoj-solnechnoj-elektrostancii.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.