Jump to content

გლობალური ბლოკჩეინი ენერგომატარებლების ბაზარზე 2024 წლისთვის 60%-ით გაიზრდება


Recommended Posts

image.png

Infoholic Research LLP-ის მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად მოსალოდნელია, რომ ენრგომომსახურების ბაზარზე ბლოკჩეინი 2024 წლისთვის 60%-ით გაფართოვდება. 

ანგარიშის მიხედვით, გლობალური ბლოკჩეინი ენერგომატარებლების ბაზარზე 2018 წელს შეფასებული იყო 210,4 მლნ დოლარად და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს იგი 3,4 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამგვარად, Infoholic Research-ი პროგნოზირებს საერთო ჯამში 59,4%-იან ზრდას 2018 წლიდან 2024 წლამდე. 

ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა უახლოეს 5-6 წელიწადში იქნება განაწილებული ენერგიისა (distributed energy) და peer-to-peer (p2p) ელექტროენერგიის გაყიდვები. „ენერგოსაწარმოებში მზარდი ავტომატიზაციის გამო ორგანიზაციებს ინფრასტრუქტურაში შეაქვთ რეალურ დროში ცვლილებები, რომლებიც მათ დაეხმარება ბლოკჩეინზე გადასვლასა და მთლიანი ღირებულების შემცირებაში“ - განმარტებულია ანგარიშში.  

ანგარიშის მომზადებისთვის კომპანია Infoholic Research-მა, როგორც ცნობილია, გააანალიზა ბლოკჩეინის გავრცელება ენერგომატარებლების ბაზარზე გლობალური მასშტაბით კომპონენტების, მომსახურების, აპლიკაციებისა და რეგიონების მიხედვით. კვლევითმა კომპანიამ გამოიკვლია შემდეგი რეგიონები: ჩრდილო ამერიკა, ევროპა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა. ძირითადი შემოსავალი მიიღებოდა ჩრდილო ამერიკიდან, ევროპიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან. 

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიამ მრავალი სახის გამოყენება ჰპოვა ენერგეტიკულ სექტორში. იანვარში მსხვილმა ესპანურმა ენერგოკომპანია Iberdrola-მ დაიწყო ბლოკჩეინის გამოყენება განახლებადი ენერგიის წყაროების ძიებისთვის. საპილოტე პროგრამის მსვლელობის დროს Iberdrola აკონტროლებდა განახლებად ენერგიას, რომელიც მიეწოდებოდა ორი ქარის ელექტროსადგურიდან და კიდევ ერთი, ქალაქ კორდოვაში არსებული ელექტროსადგურიდან. როგორც ცნობილია, გამოცდამ წარმატებით აიარა და Iberdrola თვლის, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ენერგო-წყაროს გარანტიას მისცემს. 

იმავე თვეში დანიურმა სახელმწიფო ენერგოკომპანია Energinet-მა განაცხადა, რომ გამოიყენებს ტექნოლოგიას - IOTA Tangle-ს ენერგიისა და ინტერნეტ-ნივთების ბაზარზე. ცნობილია, რომ Energinet-ი ცდილობს შექმნას სიახლეები, ახალი გადაწყვეტილებები ინტერნეტ-ნივთების საფუძველზე ახლადგამოჩენილი მოვლენებისთვის, მაგალითად, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისა და ელექტრომობილებისთვის. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.