Jump to content

შექმნილია  კუნთების ასაკობრივი დასუსტების საწინააღმდეგო  წამალი


Recommended Posts

სამწუხარო ფაქტია, რომ 35 წლის შემდეგ ყველა ადამიანის ორგანიზმი იწყებს კუნთოვანი მასის კარგვას და დასუსტებას. რა საკვირველია, ამ პროცესის შენელება შესაძლებელია ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით, თუმცა მისით ყველა ადმიანი ვერ იქნება დაკავებული. სპეციალურად მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს დამოუკიდებლად შეინარჩუნოს თავისი სხეული ფორმაში ფიზიკური აქტივობებით, ტეხასის უნივერსისტეტის სამედიცინო განყოფილების მკვლევარებმა შექმნეს პრეპარატი კუნთოვანი მასის შენარჩუნებისთვის. ექსპერიმენტალურმა წამალმა უკვე აჩვენა ეფექტურობა და უსაფრთხოება თაგვებზე ტესტირებებში. 

image.jpeg 

მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა, რომ კუნთების დისფუნქციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ცილის, სახელად NNMT (Nicotinamide N-methyltransferase) აქტივობა. იგი კუნთოვან ქსოვილში ყოფნისას იწყებს მის დასუსტებას, ამიტომ მკველვარების მიზანი იყო შეექმნათ წამალი, რომელიც ამ ცილის აქტიურობას მინიმუმამდე დაიყვანდა. 

ცნობილია, რომ წამალი წარმატებით შემუშავდა და იგი გვევლინება ინჰიბიტორის როლში. მისი გამოცდა უკვე განხორციელდა ზრდასრულ თაგვებში, როლებიც ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილი. პირველი ნაწილი რამოდენიმე დღის განმავლობაში იღებდა პრეპარატს. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის თაგვების ფუნქციური ღეროვანი კუნთების რაოდენობა გაიზარდა, მეორე ჯგუფის თაგვებში კი დასუსტება გაგრძელდა. ჯამში, კუნთოვანი ძალა 70%-ით გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ ცხოველებზე გამოცდილი წამლის იმიური შემადგენლობა უცვლელი დარჩა - ე.ი. მას არანაირი გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. მეცნიერების თქმით, ამ ნივთიერების საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას ინოვაციური მეთოდი ადრეულ დაბერებასთან საბრძოლველად. იდეალურ შემთხვევაში, მისი დახმარებით ხანდაზმული ადამიანები შეძლებენ გახდნენ უფრო ძლიერები და სწრაფები, რაც მათ უფრო აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრებით უზრუნველყოფს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.