Jump to content

ჩინეთის ციხეები  რობოტებითა და ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება


Recommended Posts

ჰონგკონგის გამოსასწორებელი დაწესებულებების სამსახური აპირებს აამაღლოს თავინთი ციხეების საიმედოობა მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით. უახლოეს პერიოდში რამოდენიმე გამოსასწორებელ კოლონიაში „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდება. აგრეთვე, პატიმრები მუდმივად იქნებიან კონტროლის ქვეშ სპეციალური სამაჯურების წყალობით, რომელიც აფიქსირებს მათ ადგილმდებარეობას და გულისცემის რიტმს. გარდა ამისა, ციხეებში გამოჩნდება სპეციალური რობოტები, რომლებიც ყველაზე რთულ და ბინძურ სამუშაოებს შეასრულებენ: მათი მოვალეობა იქნება ადამიანურ ნარჩენებში კონტრაბანდული ნივთიერებების ძებნა. 

image.jpeg 

ახალი ტექნოლოგიები განკუთვნილია იმისათვის, რომ ამაღლდეს როგორც დაცვის თანამშრომლების, ასევე პატიმრების უსაფრთხოების დონე. თავდაპირველად სისტემების გამოცდა ჩატარდება სამ გამოსასწორებელ დაწესებულებაში. თუკი ტექნოლოგია დაამტკიცებს ეფექტურობას, „ჭკვიანი“ აღჭურვილობა გავრცელდება სხვა მსგავს დაწესებულებებშიც. ხელისუფლებას სურს, ამ სისტემებით ყველა ციხე მოიცვას. 

ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერების დაყენება იგეგმება სააბაზანოებში. კონფიდენციალურობა რომ დაცული იყოს, მასალის გარკვეული დეტალები დაფარული იქნება. სისტემა თვალყურს მიადევნებს და დააფიქსირებს პატიმართა ნორმიდან გადახრილ ქცევებს, მაგალითად ჩხუბს ან ავადმყოფურ შეტევებს. 

სპეციალური სამაჯურების მეშვეობით დაცვას გადაეცემა ინფორმაცია, თუ სად იმყოფება კონკრეტული პატიმარი. სამაჯური ასევე გააკონტროლებს პატიმრის გულისცემის მდგომარეობას და ციხის თანამშრომლებს შეატყობინებს, თუკი წარმოიშვება ჯანმრთელობის პრობლემა. ეს სისტემა ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს გაქცევის, მკვლელობის და პატიმრის უეცარი გარდაცვალების შემთხვევები. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.