Magdalena Posted February 16, 2019 Share Posted February 16, 2019 2016 წლის სექტემბერში კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაიწყო განაცხადების მიღება შემდგომი მისიისთვის, რომელიც განხორციელდება ასტროფიზიკური კვლევების პროგრამის ფარგლებში (Astrophysics Explorers Program). სამი წლის შემდეგ როგორც იქნა მიღებულია გადაწყვეტილება: 2023 წელს დედამიწის ორბიტაზე გაემართება ზონდი SPHEREx, რომელიც შეისწავლის პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დროებს. მისიის განხორციელებისთვის გამოყოფილია 242 მლნ დოლარი, ამ თანხაში არ შედის კოსმოსური აპარატის გაშვების ხარჯები. ზონდის მთავარი ამოცანა იქნება მოახდინოს კოსმოსური სივრცის სკანირება ყოველ ექვს თვეში ორი წელიწადის განმავლობაში. ასტრონავტების გათვლით, აპარატი შეძლებს მოიცვას „ირმის ნახტომის“ შემადგენელი 100 მლნ ვარსკვლავზე მეტი. აღჭურვილობა კონცენტრირებული იქნება სითხის დაგროვებისა და მოლეკულური ღრუბლების არეალებში, სადაც ხდება ახალი ვარსკვლავების აქტიური ფორმირება. მოსალოდნელია, რომ 10 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული შორეული გალაქტიკების მონახულებით ასტრონავტები გაიგებენ რა მდგომარეობაში იყო სამყარო რეიონიზაციის ეპოქაში. ითვლება, რომ სწორედ იმ დროს გაფართოებულმა სამყარომ დაიწყო გაციება და ჩამოყალიბდა სხვადასხვა კოსმოსური ობიექტი. SPHEREx-ის მისიის სამი მთავარი ამოცანაა: შეისწავლოს სამყაროს გაფართოების ფიზიკა; გამოიკვლიოს სხვა გალაქტიკებისგან გამოსხივებული სინათლის ისტორია; გაიგოს, რამდენადაა გავრცელებული „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში მთავარი სასიცოცხლო ინგრედიენტები: წყალი, ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირბადის დიოქსიდი და მეთანოლი. NASA-ში აცხადებენ, რომ ეს მისია ნამდვილი საგანძური იქნება მეცნიერებისთვის. მასშტაბური რუკა, რომელიც შეიცავს სამყაროს ისტორიის პირველ მომენტებს შეძლებს პასუხი გაეცეს ერთ-ერთ მთავარ კითხვას: „რამ აიძულა სამყაროს ასე სწრაფად გაფართოება?“. https://hi-news.ru/space/novaya-missiya-nasa-zond-izuchit-proshloe-vselennoj.html 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.