Jump to content

შექმნეს ხელოვნური ფოთლები ჰაერის ეფექტურად გასუფთავებისთვის 


Recommended Posts

2011 წლიდან მოყოლებული მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნური ფოთლები, რომელთაც შეეძლებოდათ ჰაერის წმენდა და საწვავის წარმოებაც კი. მთელი ამ წლების განმავლობაში მათ მიერ შექმნილ ნიმუშებს მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში შეეძლოთ ფუნქციონირება. ყველასთვის მოულოდნელად, ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილ ხელოვნური ფოთლების პროტოტიპს შეუძლია ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა ლაბორატორიის ფარგლებს გარეთაც. 

image.jpeg 

კვლევის ავტორის - მინეშ სინგჰის თქმით, ფოთლების წინა ვერსიებს შეეძლოთ ჟანგბადის, ელექტროენერგიისა და თხევადი საწვავის გენერირება, თუკი ისინი რეზერვუარებში იყო შენახული წნევის ქვეშ. ღია სივრცეში ნახშირორჟანგის შეწოვისთვის კი ძალა არ ჰყოფნიდათ. 

როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. მკვლევარებმა ხელოვნური ფოთლების წინა ვერსიები მოათავსეს წყლით სავსე ამონიუმის ფისოვან კაფსულაში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მზის ზეგავლენით სინოტივე იწყებს ნელ-ნელა აორთქლებას უწვრილესი ფორებიდან. მის ადგილს იკავებს ნახშირორჟანგი, რომელიც ფოტოსინთეზის გზით გარდაიქმნება ნახშირბადის მონოქსიდად. სწორედ ეს უკანასკნელია ის „ნედლეული“, საიდანაც იქმნება საწვავი ან სინთეზირებული ჟანგბადი. 

image.jpeg 

მკვლევარების თქმით, ხელოვნური ფოთლები ჰაერს ათჯერ უკეთ წმენდენ ცოცხალ მცენარეებთან შედარებით. თუკი მათგან დამზადდება პატარა ხე  360 ფოთლით, იგი შეძლებს 10%-ით შეამციროს ნახშირორჟანგის დონე 100 მეტრის რადიუსში. ითვლება, რომ ბევრი ამგვარი ფოთლის დამზადება არ იქნება რთული - კონცეპტი მკვლევარებმა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მასალებისგან შექმნეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.