Magdalena Posted February 15, 2019 Share Posted February 15, 2019 კორპორაცია Intel-მა გამოუშვა კომერციული ბლოკჩეინ-კომპლექტი Hyperledger-ის ეკოსისტემის ბაზაზე - ნათქვამია 12 თებერვალს გამოქვეყნებულ მარკეტინგულ მასალებში. Intel-ი თანამშრომლობს Hyperledger-თან, რომელთა თანასაქმიანობა ორგანიზებულია Linux Foundation-სა და IBM-ს, აგრეთვე სხვა მსხვილი ფინანსური ინტიტუტების მიერ. კორპორაციამ განაცხადა, რომ მისი ახალი პროდუქტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფად და ეფექტურად აამოქმედონ თავიანთი ბლოკჩეინი. ეკოსისტემას საფუძვლად უდევს Hyperledger Fabric - აპლიკაციების წარმოების ან მოდულური არქიტექტურის ბაზა. ამავე დროს პროდუქტი გამოყენებული იქნება Intel-ის აპარატულ უზრუნველყოფაში, მაგალითად, Xeon-პროცესორებსა და Ethernet-ადაპტერებში. სისტემას გააჩნია საბაზისო კონფიგურაცია, რომლითაც მხარდაჭერილია Hyperledger-ით მართული ბლოკჩეინის ამოქმედებისთვის აუცილებელი მინიმუმი. Intel-ის თქმით, პაკეტი გამოსაყენებლად მზად არის. როგორც Cointelegraph-მა რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, მეორე ტექნოლოგიურმა გიგანტმა - IBM-მაც აამოქმედა Hyperledger-ის ბაზაზე შექმნილი საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმა თავის მონაცემთა ცენტრში, მელბურნში. როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავიანი აპლიკაციები მართონ კომპანიის cloud-სისტემაში. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში IBM-მა დააანონსა პროექტი ბლოკჩეინისა და ინტერნეტ-ნივთების გამოყენებით მიწისქვეშა, გრუნტის წყლების გამოყენების სამართავად: კალიფორნიის შტატში გვალვასთან ბრძოლის მიზნით. კომპანია Microsoft-მაც გამოუშვა ბლოკჩეინ-კომპლექტი 2018 წლის ნოემბერში. ეს კომპლექტი, სახელად Azure, წარმოადგენს სერვერების გარეშე მომუშავე სისტემას და მას გააჩნია იმგვარი ფუნქციები, როგორებიცაა off-chain-იდენტიფიკაცია და მონაცემები, აგრეთვე მონიტორინგისა და შეტყობინებების პროგრამირების ინტერფეისები (API) იმგვარ ფორმატში, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნა. https://cointelegraph.com/news/intel-launches-commercial-blockchain-package-based-on-hyperledger-fabric 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.