Jump to content
Magdalena

ჰაკერები Google Translate-ს ფიშინგისთვის იყენებენ

Recommended Posts

image.png

ZDNet-ის ანგარიშის თანახმად ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჰაკერები ექაუნთების გატეხვისთვის იყენებენ, Google Translate-ია. საფრთხის წინაშე პირველ რიგში მობილური ინტერნეტის მომხმარებლები აღმოჩნდნენ. 

ჰაკერები მომხმარებლებს უგზავნიან სტანდარტულ ფიშინგურ წერილებს, მათ შიგნით არსებული ზიანისმომტანი გზავნილები მისამართდება არა თავად ბოროტმოქმედების გვერდზე, არამედ მის ვერსიაზე, რომელიც Google Translate-ზეა გაშვებული. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი მომხმარებელი ფიშინგურ ელექტრონულ წერილში არსებულ ბმულზე აწვება, გადამისამართდება Google Translate-ის საიტზე, სადაც ფიშინგური გვერდი ჩაიტვირთება ჩვეულებრივი ინსტუმენტების პანელის მეშვეობით და ისე გამოიყურება, თითქოს ჩვეულებრივი საიტი იყოს. 

იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გზავნილს სმარტფონიდან ხსნიან, რთულია მიხვედრა, რომ ეს ფიშინგური წერილია. კომპიუტერიდან კი ამის გარკვევა გაცილებით ადვილია. კომპანია Google მომხმარებელებს სთხოვს გაასაჩივრონ ამგვარი გზავნილები, რომლებიც შემდეგ წაიშლება Google Translate-იდან. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...