Magdalena Posted February 14, 2019 Share Posted February 14, 2019 გასულ წელს NVIDIA-მ წარადგინა საფირმო ვარიანტი SoC Jetson AGX Xavier – Volta-არქიტექტურით. გადაწყვეტილება ორიენტირებულია სხვადასხვა რობოტიზებული ტექნიკისთვის ავტოპილოტის შექმნაზე. სანამ კომპანიის მომხმარებლები ფიქრობენ - სჭირდებათ თუ არა ეს სიახლე, NVIDIA-მ დანიშნულება უპოვა თავის რობოტიზებულ პლატფორმას: კომპანიის კამპუსის დერეფნებში მოძრაობა დაიწყო რობოტმა სახელად Carter-მა, რომლიც მოვალეობასაც წარმოადგენს კომპანიის თანამშრომლებისთვის ახლადმომზადებული პოპკორნის პაკეტების დარიგება. პლატფორმა წარმოადგენს Segway RMP 210 შასს (ობიექტის კონსტრუქციის დამჭერი კარკასი) ლიდარებითა და სტერეოსკოპული კამერით. რობოტის „ტვინი“ - ეს არის SoC NVIDIA Jetson AGX Xavier-ის ბაზაზე შექმნილი სისტემა. შეკვეთის მიცემა და მიწოდება ხორციელდება სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით. რობოტის მარშრუტი დამოუკიდებლად განისაზღვრება - იგი თავისით უვლის გვერდს სტატიკურ და დინამიურ წინაღობებს. სამომავლოდ, მწარმოებელთა გუნდი აპირებს რობოტების იმგვარად დაპროგრამებას, რომ მათ დახმარება გაუწიონ თანამშრომლებს პარკირების ადგილის მოძებნაში, აგრეთვე კომპანიის სტუმრები NVIDIA-ს ოფისთან მიაცილონ. კომპანიაში თვლიან, რომ შეძლებენ უნივერსალური რობოტის შექმნას, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება ნივთების ერთი წერტილიდან მეორეში ავტომატური გადატანით. საუბარი ეხება შენობის შიდა ლოჯისტიკას. ღია სივრცეებში რობოტების ფუნქციონირება NVIDIA-ს გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. ამისათვის საჭირო იქნება მთელი რიგი სოციალური, იურიდიული და სხვა საკითხების მოგვარება. ამჟამად კი კომპანიის შენობაში რობოტების გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. https://overclockers.ru/hardnews/show/95789/avtopilot-nvidia-nauchili-razvozit-popkorn-sotrudnikam-kompanii 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.