Jump to content

Mars One დაიხურა. ორგანიზაცია, რომელიც მარსის კოლონიზაციის პროექტზე მუშაობდა, გაკოტრდა


Recommended Posts

გახსოვთ ორგანიზაცია Mars One? სწორედ ის, რომელიც აპირებდა ადამიანები მარსზე გაეგზავნა და ამი ნამდვილი სატელევიზიო რეალითი-შოუ მოეწყო. გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით ორგანიზაცია გაბანკროტებულია. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანია ლიკვიდაციის პირზეა. როგორც აღმოჩნდა, Mars One-ის კომერციულმა ნაწილმა - Mars One Ventures-მა ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა თავი ბანკროტად, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ახლაღა გახდა Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებლის წყალობით, რომელმაც ზემოთხსენებული ფინანსური ანგარიშები აღმოაჩინა. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ Mars One 2012 წელს დააარსა ჰოლანდიელმა ანტრეპრენერმა ბას ლანსდორფმა, რომელიც 2013 წლამდე თითქმის მთლიანად თავად აფინანსებდა პროექტს. მარსული კოლონიის შექმნის იდეა მას ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაუჩნდა. 

„ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე გრანდიუზულ მოვლენაზე, ვიდრე მთვარეზე დაფრენა ან ოლიმპიური თამაშებია. თითქმის ყველა აუცილებელი ტექნოლოგია უკვე გვაქვს“ - აცხადებდა ლანსდორფი და თავის პროექტში ინვესტორებს იწვევდა. 

image.jpeg 

პროექტის მიხედვით ამგვარი უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი მოდულები მარსზე 

image.jpeg 

ორგანიზაცია ტექნიკურად გაყოფილი იყო ორ ნაწილად: არაკომერციული Mars One Foundation და კომერციული Mars One Ventures AG, რომელიც შვეიცარიაში იყო რეგისტრირებული. ინტერნეტში აღმოჩენილი ფინანსური დოკუმენტების მიხედვით კომერციული Mars One Ventures AG 15 იანვარს ბაზელის (შვეიცარია) სასამრთლოს მიერ ბანკროტად გამოცხადდა და იმ მომენტში იგი შეფასებული იყო 100 მლნ დოლარად. ბრიტანული ოფისი - Mars One Ventures PLC კი დოკუმენტებში ფიგურირებს, როგორც უმოქმედო კომპანია, რომელიც არანაირ კომერციულ საქმიანობას არ ეწევა. მის მფლობელობაში დაახლოებით 20 ათასი ბრიტანული ფუნტია მხოლოდ. 

პორტალ Engadget-ის ჟურნალისტებმა კომენტარებისთვის ბას ლანსდორფს მიმართეს, მან კი განაცხადა, რომ Mars One Foundation ამ დრომდე ფუნქციონირებს, თუმცა არ შეუძლია სამომავლო განვითარება პროექტის ინვესტირების გარეშე. სხვა სახის კომენტარების გაკეთებაზე მან უარი განაცხადა და დაამატა, რომ თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს შექმნილი ვითარების მოგვარების გზებზე. 

ლანსდორფს იმედი ჰქონდა, რომ პროექტის განვითარებისთვის ძირითად ფინანსურ მხარდაჭერას სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვა მოუტანდა. მიიჩნეოდა, რომ Mars One გახდებოდა ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული და მიმზიდველი რეალითი-შოუ: იგი მაყურებლებს საშუალებას მისცემდა თვალყური ედევნებინათ, თუ როგორ მიმდინარეობს წითელი პლანეტის კოლონიზაციის პროცესი. დამატებითი ხარჯებისთვის კი კომპანიას სურდა ფინანსები მოეზიდა დაინტერესებული კომპანიების მიერ განხორციელებული კოსმოსური ფრენების ხარჯზე. 

2018 წელს Mars One გეგმავდა სადემონსტრაციო მისიის გაშვებას: უნდა გაგზავნილიყო დასაფრენი მოდული მზის ბატარეების, ტექნოლოგიებისა და მარსის გრუნტიდან წყლის მოპოვების ალბათობის შესამოწმებლად. აგრეთვე უნდა გაგზავნილიყო საკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც უწყვეტად მოახდენდა მარსზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეობის გამოგზავნას. იგეგმებოდა, რომ 2026 წლამდე წითელ პლანეტაზე უნდა გაგზავნილიყო ორი საცხოვრებელი მოდული, ორი - სიცოცხლის უზრუნველყოფის ბლოკი, ორიც - სათავსო/სასაწყობე მოდული, აგრეთვე რამოდენიმე ანამგზავრი და სხვა სამეცნიერო აღჭურვილობა. 

პროექტის ამ გეგმების პარალელურად დაგეგმილი იყო ოთხი ტურის ატარება მომავალი კოლონისტების კანდიდატების შერჩევისთვის. პირველი „კოლონისტების“ შერჩევა ნამდვილად ჩატარდა. კომპანიამ მათზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და გადაწყვიტა მასალის გაყიდვით დამატებითი ფინანსები მოეპოვებინა, თანაც ამით პარალელურად პროექტისადმი დაინტერესებას გაზრდიდა. მარსე გაფრეისთვის მოსამზადებლად დაგეგმილი იყო კანდიდატების რამოდენიმე თვით მოთავსება დახურულ პირობებში, რომელიც იმიტირებდა წითელი პლანეტისკენ ხანგრძლივი მოგზაურობის პირობებს, შემდგომში კი - მასზე ცხოვრებას. კოლონისტების პირველი გუნდის მარსზე გადასმა დაგეგმილი იყო 2027 წლისთვის, შემდეგ კი მათი რიცხვი ყოველწლიურად უნდა გაზრდილიყო 2035 წლამდე (ჯამში იგეგმებოდა სულ 20 ადამიანის გაშვება). 

image.jpeg 

Mars One-ის საცხოვრებელი მოდულის ერთ-ერთი ვარიანტის დიზაინი 

image.jpeg 

image.jpeg 

მიიჩნეოდა, რომ კოლონისტები შეძლებდნენ საკმაოდ კომფორტულ პირობებში ცხოვრებას 

ორგანიზაცია Mars One-ის შესახებ ბოლო ცნობები 2018 წლის ივლისში გახმაურდა. იმ დროს გახდა ცნობილი, რომ მან ფინანსური შეთანხმება გააფორმა კომპანია Phoenix Enterprises-თან. ამ უკანასკნელს წელიწადის განმავლობაში პროექტი 12 მლნ ევროთი უნდა დაეფინანსებინა (დაახოებით 14 მლნ დოლარი მაშნდელი კურსით). იგეგმებოდა, რომ ეს თანხა გამოყენებულ იქნებოდა Mars One Foundation-ის ლიცენზირების გაგრძელებისთვის, Mars One Ventures-ის ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ხელმეორედ გასვლისთვის, აგრეთვე კოლონისტების კანდიდატების შერჩევის გასაგრძელებლად. 

უნდა აღინიშნოს, რომ Mars One-ის მეტიმეტად ამბიციური გეგმები დაანონსებისთანავე ექსპერტების მიერ არარეალურად იქნა მიჩნეული. მათ აზრს განსაკუთრებით ამყარებდა დაგეგმილი რეალითი-შოუს შემოსავლისა და კოსმოსური მისიების ღირებულების შეუსაბამობა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ლანსდორფის გეგმა ჩვეულებრივი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ჯამში, ამგვარი მოსაზრებები ნამდვილად სწორი იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლონისტები უნდა დათანხმებულიყვნენ პირობას - წასულიყვნენ მარსზე ისე, რომ დედამიწაზე უკან აღარ უნდა დაბრუნებულიყვნენ.  

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.