Jump to content

მთვარის კრატერში ბაზების განთავსების კონცეფცია


Recommended Posts

image.jpeg

მთვარის კრატერების შიდა სტრუქტურა შესაძლოა ხელსაყრელი აღმოჩნდეს ბაზების ასაშენებლად. 

მზის სისტემის კვლევასთან დაკავშირებული, ამ დროისთვის არსებული გრძელვადიანი გეგმები მოიცავს მთვარესაც, როგორც პილოტირებული მისიების მნიშვნელოვან ეტაპსა და ტექნოლოგიების განვითარებას. მუშაობა უკვე მიმდინარეობს, კერძოდ - მუშაობა სადგურზე, სახელად LOP-G, რომელიც იფრენს მთვარის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. გარდა ამისა, სააგენტო NASA განიხილავს სხვადსახვა მოცულობის მთელ რიგ პროექტებს, ESA-ს კი აქვს შემოთავაზება - შეიქმნას „მთვარის სოფელი“. 

ყველა თანამედროვე კონცეფციასა და გეგმას ერთი საერთო ელემენტი აქვთ - ჩვენი ერთადერთი თანამგზავრის მიმართ მისიები რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს, საბოლოოდ კი მის ზედაპირზე უნდა დაარსდეს ბაზა. 

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მზარს უჭერს ინიციატივას, სახელად  Newspace2060 International Pitch Moon. იდეათა შესარჩევ კონკურსზე გაგზავნილი ერთ-ერთი საინტერესო კონცეფცია გულისხმობს კრატერების გამოყენებას ბაზების დასაარსებლად. კონცეფციის თანახმად კრატერის ფსკერზე უნდა განთავდეს გასაბერი მოდულები და მთვარის გრუნტი ნელ-ნელა შეივსოს. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება შეიქმნას მოზრდილი ბაზები, რომლებშიც ასტრონავტები დაცულნი იქნებიან გამოსხივებისა და ტემპერატურის რადიკალურ ცვლილებისგან დღე-ღამის განმავლობაში.  

image.jpeg 

რა საკვირველია, ამ კონცეფციას მთელი რიგი პრობლემებიც ახლავს. მაგალითად, პირველი მოდულის მოთავსება კრატერის ფსკერზე შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. 

აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მთვარეზე არსებული გამოქვაბულები, რომელთაც რამოდენიმე ათეული მეტრის სიგანე და კილომეტრობითს სიგრძე გააჩნიათ. მათ შიგნით შესაძლოა იყოს შესაფერისი პირობები ბაზების მშენებლობისთვის - კერძოდ, სტაბილური ტემპერატურა და რადიაციისგან დაცულობა. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.