Jump to content

Binance-ის გენერალური დირექტორი ასახელებს დეცენტრალიზებული გაცვლების პლატფორმის სატესტო ვერსიის ამოქმედების თარიღს


Recommended Posts

image.png

კრიპტოვალუტების ბირჟა Binance 20 თებერვალს აამოქმედებს თვისი ახალი დეცენტრალიზებული ბირჟის სატესტო ვერსიას - დაადასტურა გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ 12 თებერვალს Twitter-ზე. 

Binance DEX, რომელთან დაკავშრებითაც გეგმები გასულ წელს გაჩნდა, მიმართულია, რომ დეცენტრალიზებული ბაზით უზრუნველყოს კრიპტოვალუტების მფლობელები ტოკენებით ვაჭრობისთვის. პლატფორმა მოხსნის პასუხისმგებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც დამახასიათებელია ტრადიციული დეცენტრალიზებული პლატფორმებისთვის. სატესტო ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იქნება. 

Binance DEX-ის შესახებ წინა პერიოდის ანონსში ნათქვამი იყო, რომ პლატფორმას ექნება კრიპტოვალუტების აპარატული (hardware) საფულეების მხარდაჭერა. ჩჟაოს თქმით, ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშალებას მისცემს ვაჭრობისას კონტროლის ქვეშ იქონიონ თავიანთი  private key-ები. 

სატესტო ქსელის შესახებ დაპირებები დეკემბერში ვრცელდებოდა, იმავე დროს Binance-მა აამოქმედა „ბირჟისგარე სავაჭრო დახლი“ (over-the-counter desk) და სხვა ფუნქციები დიდი სავალუტო ბრუნვის მქონე მსხვილი მოვაჭრეებისთვის. 

იმ დროს, როდესაც DEX-ის შესახებ დაანონსდა, ჩჟაომ დაამატა, რომ მას შემდეგნაირი მოლოდინები აქვს: ბაზრის რეაქციებიდან გამომდინარე, პლატფორმა ან იმუშავებს Binance-ის ორიგინალ პლატფორმასთან ტანდემში, ან მას მთლიანად ჩაანაცვლებს. 

კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ Binance ასევე გეგმავს თავისი საქმიანობა გააფრთოვოს მინიმუმ ორ ახალ ბაზარზე მიმდინარე წელს 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.