Jump to content

მფრინავებს სწავლებას ვირტუალური რეალობის დახმარებით ჩაუტარებენ


Recommended Posts

თავის დროზე სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა და ეკონომიკურად ეფექტური გახადა პილოტების მზადების პროცესი. ტრენაჟორების საშუალებით კადეტებს შეეძლოთ დაემუშავებინათ საბაზისო მანევრები რეალისტურ სიმულატორში და უკვე ამის შემდგომ დამსხდარიყვნენ ნამდვილი თვითმფრინავის შტურვალთან. თუმცა ამერიკულა შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს წინ წავიდნენ და აპირებენ განახორციელონ ამერიკული ავიაციის ახალწვეულების მომზადება ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით. 

image.jpeg 

აშშ-ის არმიას ამ ზომების მიღება მოუწია საავიაციიო პილოტების სიმცირის გამო - წერს გამომცემლობა Aviation Week. ხელმძღვანელობის აზრით ამგვარი ზომები საგრძნობლად შეამცირებს საწყისი მომზადების ხარჯებს. თავდაპირველად კადეტები შეისწავლიან ვეტმფრენის მოწყობილობას და ვირტუალურ რეალობაში განთავსებულ მართვის ელემენტებს. სპეციალური ტესტის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ შეითვისონ ვერტმფრენის მართვის საბაზისო უნარები. 

VR-ის გამოყენებით სამხედროებს სურთ ათას სამასი ახალი პილოტი მიიღონ წელიწადში. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პირველი ექსპერიმენტი 2018 წელს ატარდა: ოციდან ცამეტმა კადეტმა წარმატებით დაასრულა მომზადების კურსი სულ რაღაც 4 თვეში. 

უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არ ეხება აშშ-ის სამხედრო საზღვაო ავიაციასა და სამხედრო საჰაერო ძალებს -  ისინი კვლავ გააგრძელებენ უნარების გამომუშავებას სიმულატორებისა და ნამდვილი საფრენი აპარატების მეშვეობით. არმიის ავიაცია ითვალისწინებს პილოტებზე მოთხოვნილების შემცირებას მათი მომზადების დაჩქარებით. აშშ-ის არმიის პილოტის  სწავლების სრული კურსი ერთ წელიწადს მოიცავს. 

მნიშვნელოვანია, რომ არმიის ავიაციის წარმატებული გამოცდილება სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ძალებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფრენების უსაფრთხოება საეჭვოა: ჯერჯერობით ყველაზე რეალისტურ სიმულატორსაც კი არ შეუძლია ჩაანაცვლოს ნამდვილი თვითმფრინავის სალონი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.