Magdalena Posted February 12, 2019 Share Posted February 12, 2019 SpaceX-მა მორიგი ნაბიჯი გადადგა თავისი ამბიციური გეგმის რეალიზაციაში: კომპანია აპირებს შექმნას გლობალური თანამგზავრული ქსელი მონაცემთა გადაცემისთვის. ამჯერად კომპანიამ განაცხადი შეიტანა კავშირების ფედერალურ კომისიაში (Federal Communications Commission), რათა მიიღოს ლიცენზია სადგურების განთავსებისთვის. განცახდებაში, რომელიც შეტანილ იქნება შვილობილი კომპანიის - SpaceX Services-ის სახელით, მოთხოვნილია ნებართვა, რომ განთავსდეს მილიონი მიწისზედა სადგური. მათ კი Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მომხმარებლები გამოიყენებენ. SpaceX-ს FCC-ისგან უკვე აქვს მიღებული თანხმობა თანამგზავრული სისტემების - Starlink-ის გაშვებაზე. თანამგზავრების გაყვანა დაიწყება მიმდინარე წელს და მათი ორბიტაზე გაშვება განხორციელდება რაკეტა Falcon 9-ის მიერ. გასულ წელს SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა ორი ექსპერიმენტალური ფართოხაზოვანი თანამგზავრი. მათი გამოცდის წყალობით კომპანიამ დააკორექტირა Starlink-ის სისტემების ამოქმედებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. FCC-ისთვის გაგზავნილ ნებართვის მოთხოვნაში მოცემულია: „ეს განცხადება წარმოადგენს მეორე ნაბიჯს პროექტის რეალიზაციაში. იგი ითვალისწინებს მიწისზედა სადგურების ფუნქციონირებას და მომხმარებლებისთვის მაღალეფექტური და ფართო წვდომის ტექნოლოგიის მიწოდებას“ - ნათქვამია დოკუმენტში. განაცხადის ტექნიკურ ნაწილში SpaceX-ი ამტკიცებს, რომ ლიცენზირების წესები, რომლებიც ორიენტირებულია თანამგზავრების მოქმედების სტანდარტებზე, არ უნდა იქნას გამოყენებული დაგეგმილ სადგურებში, რადგანაც FCC-მა აღიარა, რომ შესაძლოა ეს სტანდარტები არ შეესაბამებოდეს დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებულ თანამგზავრულ ქსელს იმ ტრადიციული თანამგზავრებისგან განსხვავებით, რომლებიც დედამიწის გეოსტაციონარულ ორბიტაზე იმყოფებიან. https://3dnews.ru/982546 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.