Jump to content

ნაპოვნია მარტივი მეთოდი - როგორ ვაქციოთ პლასტმასის ნარჩენები საწვავად


Recommended Posts

დედამიწაზე არსებულ გლობალურ პრობლემათაგან ერთ-ერთია პლასტმატის ნარჩენების სიმრავლე. ეკოლოგების გამოთვლით, ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში ამჟამად დაახლოებით 5 მლრდ ტონა პლასტმასია, რომლებიც ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფენ, შესაბამისად ბინძურდება ადამინებისა და ცხოველების საცხოვრებელი გარემო. მეცნიერები ეძებენ ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას: ზოგიერთი მათგანი ქმნის ეკოლოგიურ მასალებს, ზოგი კი ქმნის ტექნოლოგიებს, რათა ნარჩენები საწვავად გარდაქმნას. თავიანთი ახალი მეთოდის შესახებ ცნობებს საზოგადოებას Purdue-ს უნივერსიტეტის ქიმიკოსები უზიარებენ. 

image.jpeg 

 

ქიმიკოსთა გუნდა შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია პლასტმასის ნარჩენები გარდაიქმნას ბენზინისა და დიზელის მსგავს საწვავად. ამ ქმნილების ნედლეულს წარმოადგენს პოლიპროპილენი, რომელსაც შეიცავს პლასტმასის სათამაშოები, სამედიცინო და საკვების შესაფუთი მასალები. მკვლევარების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაიწვას პროპილენის პოლიმერები და გაიხსნას შემდეგ წყალში. მასალა საბოლოოდ თხევადსა და გაზისმაგვარ მდგომარეობას შორის იმყოფება. 

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია პროცესი წარიმართოს 380-500 გრადუს ცელსიუსზე და 2300-ჯერ მეტი წნევის ზეგავლენით, ვიდრე ზღვის დონეზე. გარდაქმნა ხდება დაახლოებით ერთ საათში - ამ დროში მკვლევარები იღებენ ისეთ სუფთა საწვავს, რომ მისი გამოყენება ავტომობილებსა და სხვა ტექნიკაშია შესაძლებელი. 

image.jpeg

კვლევის ხელმძღვანელის თქმით, პოლიპროპილენი შეადგენს მსოფლიოში არსებული პლასტმასის ნარჩენების დაახლოებით მეოთხედს. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პოლიპროპილენის 90%-ის გარდაქმნა სასარგებლო საწვავად. ჯერჯერობით უცნობია როდის იქნება ტექნოლოგია რეალიზებული ფართო მასშტაბით, თუმცა მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მათი გამოგონება დიდ ინტერესს ჰპოვებს ნარჩენების გადამამუშავებელ ინდუსტრიაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.