Jump to content

Tesla-ს სრულფასოვანი კონკურენტი: Nikola Motors-ი გამოუშვებს ელექტრო სატვირთოებს


Recommended Posts

2017 წლის ბოლომდე თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა სატვირთოების ელექტროძრავებით აღჭურვა. მიიჩნეოდა, რომ მათი სიმძლავრე უბრალოდ არ იქნებოდა საკმარისი დიდ მანძილზე ტვირთვის გადატანისთვის. ვითარება შეიცვალა ნოემბერში, როდესაც Tesla- წარადგინა თავისი პირველი, მთლიანად ელექტრო სატვირთო: მომხმარებლები და კონკურენტები საბოლოოდ დარწმუნდნენ ელექტროძრავების ეფექტურობაში. რა საკვირველია, ეს მოვლენა აისახა კონკურენტი კომპანიების სტრატეგიებშიც - მაგალითად, Nikola Motors-მაც გადაწყვიტა დაეანონსებინა ელექტრო სატვირთოების წარმოება. 

image.jpeg 

თავდაპირველად კომპანია გეგმავდა წყალბადზე მომუშავე სატვირთოების გამოშვებას. შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად კომპანიამ დაიწყო წყალბადის მიწოდების ფართო სისტემის ორგანიზება და სპეციალიზებული გასამართი სადგურების გახსნა. ყველაფერ ამას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა - ამ დროს კი Tesla- ელექტროსატვირთოები მომხმარებლებისთვის უფრო სასურველი გახდა, ვიდრე მოდელები Nikola One, Nikola Two და Nikola Tre. 

image.png 

როგორც ჩანს, იმისათვის, რომ ალტერნატიული სატვირთოების კონკურენტულ ბაზარზე უკან არ ჩამორჩეს, კომპანია Nikola- განაცხადა, რომ გამოუშვებს თავისი წყალბადის სატვირთოების ელექტრო ვარიანტებს. ახალი ძრავებით აღიჭურვება მოდელები Nikola Two და Nikola Tre, ხოლო Nikola One კვლავ ჰიბრიდული დარჩება. 

Nikola- ახალი სტრატეგია სწორი ჩანს, თუმცა მან ბევრი დრო დახარჯა წყალბადის სატვირთოების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კომპანია არ აპირებს უარი თქვას წყალბადზე მომუშავე სატვირთოებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ელექტრო ანალოგებთან შედარებით ყველა ასპექტში ჩამორჩენილნი იქნებიან: პირველ რიგში - წყალბადის სატვირთოები უფრო ძვირია. მეორე - მათი საწვავით შევსება პრობლემურია - აშშ-ში ელექტრო დამტენი სადგურები ბევრად მეტია, ვიდრე წყალბადის სადგურები. და მესამე - ელექტროძრავები სიმძლავრით აღემატებიან წყალბადზე მომუშავეებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.