Jump to content

Intercontinental Exchange-ის გენერალური დირექტორი: Bakkt-ი წლის ბოლოს ამუშავდება 


Recommended Posts

image.png

Intercontinental Exchange-ის (ICE) გენერალური დირექტორი Jeff Sprecher-ი მოელის, რომ ციფრული აქტივების პლატფორმა Bakkt-ი 2019 წლის ბოლოსკენ ამუშავდება. მან კომენტარები 7 თებერვლის სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.  

საუბარი ეხებოდა 2018 წლის ICE-ის ფინანსურ შედეგებს. Sprecher-მა განმარტა, რომ კომპანიამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა სტრატეგიულ ინიციატივებზე, მათ შორისაა ციფრული აქტივების პლატფორმის ამოქმედებაც. 

ICE მართავს 23 წამყვან მსოფლიო ბირჟას, ამავე დრო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასაც. 

თავის მიმდინარე ფინანსურ საქმიანობის შედგებზე დაყრდნობით, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, Scott Hill-მა ისაუბრა მოლოდინებზე Bakkt-ის დანახარჯებთან დაკავშირებით: 

„ჩვენი ინვესტიციები Bakkt-ში 20-დან 25 მილიონ დოლარამდე ღირებულების იქნება - იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ზრდის ტემპი პირველ კვარტალში. ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით Bakkt-ის პროგრესისა და ინვესტირების დონეების შესახებ წლის განმავლობაში“. 

როდესაც მას ჰკითხეს მცირე ხნის წინ ჩადებული ინვესტიციებით მოსალოდნელ სარგებელსა და მოგების ზრდაზე, Sprecher-მა კრიპტოპლატფორმა დაახასიათა, როგორც “moonshot bet” – ICE-სთვის: 

მისი ორგანიზებულობა მეტად განასხვავდება იმისგან, თუ როგორ მიჰყავს ICE-ს ბიზნესი. ინფრაქსტრუქტურა კარგად ვითარდება და მე ვფიქრობ, რომ პლატფორმის ამოქმედებას მიმდინარე წლის ბოლოსკენ ვიხილავთ“. 

Sprecher-მა დაამატა, რომ Bakkt-ი ICE-სგან დამოუკიდებლად არსებობს, რამდენადაც მას აქვს საკუთარი ოფისები, მენეჯერების გუნდი და ინფრასტრუქტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტის ინფრაქსტრუქტურამ უკვე დააინტერესა და მიიზიდა მთელი რიგი ინვესტორები და პარტნიორები: მათ შორისაა Starbucks და Microsoft. 

Scott Hill-ი მივიდა დასკვნამდე, რომ Bakkt-ი -  ეს გრძელვადიანი პროექტია და არა 2019 წელზე ორიენტირებული გეგმა. „ვფიქრობ, რომ Bakkt-ი ნამდვილად ინვესტიციაა... იგი იმ სამომავლო საბაზრო შესაძლებლობებსა და მოგებებზე მეტია, რასაც მომავლისგან ველით და 2019 წლის უმაღლეს მაჩვენებელზე ნაკლები“. 

ICE-მა თავისი ციფრული აქტივების პლატფორმის გამოშვების შესახებ პირველად 2018 წლის აგვისტოშ განაცხადა. კომპანიას მუშაობა 2019 წლის დასაწყისში უნდა დაეწყო, თუმცა ამოქმედების თარიღმა გადაიწია აშშ-ის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიასთან გახანგრძლივებული კონსულტაციები გამო.  

9 თებერვალს ICE-მა განაცხადა, რომ დაასრულა ფიუჩერსული კომისია Rosenthal Collins Group-ის პირველი აქტივების მიღება, რომლის შესახებაც ანონსი თავდაპირველად იანვრის შუა პერიოდში გამოცხადდა. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ამ პლატფორმასაც დედა ეტირა, ჯერ წინა წელს უნდა ამუშავებულიყო და მინუსებში გადიან როგორც ჩანს ეგ რომ ეხლა გაუშვან და ისევ გადაიდო მაგის გაშვებაც, SEC-ETF არ დადგინდგება თებერვლის ბოლოს, დარჩენილია ეთერეუმის ხარფორკი და ეგეც კი არ გაეშვას შეიძლება ისეთი ცუდი სიტუაციაა ბაზარზე, ატგავორკები კი ათასნაირი შეიძლება იყოს, თუმცა ვნახოთ ყველაფერს პადრიათ ნუ გადავაყრით მიწარს, რაღაცა მაინც დადგინდეს შეიძლება, ნასდაკის ფუტურსებსაც აგვიანდება მგონი, ეგეც სადღაც მარტისკენ უნდა გაეშვათ, გადადებით კი ეგენი და სხვა პლატფორმები არაერთხელ გადაიდონ კიდე შეიძლება, ანუ იგეგმება და უკვე გაეშვა სხვადასხვა რამეა და ფასზე მარტო მაშინ ექნება გარკვეული გავლენა ნამდვილათ რომ დაიწყებს მუშაობას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.