Magdalena Posted February 12, 2019 Share Posted February 12, 2019 Intercontinental Exchange-ის (ICE) გენერალური დირექტორი Jeff Sprecher-ი მოელის, რომ ციფრული აქტივების პლატფორმა Bakkt-ი 2019 წლის ბოლოსკენ ამუშავდება. მან კომენტარები 7 თებერვლის სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. საუბარი ეხებოდა 2018 წლის ICE-ის ფინანსურ შედეგებს. Sprecher-მა განმარტა, რომ კომპანიამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა სტრატეგიულ ინიციატივებზე, მათ შორისაა ციფრული აქტივების პლატფორმის ამოქმედებაც. ICE მართავს 23 წამყვან მსოფლიო ბირჟას, ამავე დროს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასაც. თავის მიმდინარე ფინანსურ საქმიანობის შედგებზე დაყრდნობით, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, Scott Hill-მა ისაუბრა მოლოდინებზე Bakkt-ის დანახარჯებთან დაკავშირებით: „ჩვენი ინვესტიციები Bakkt-ში 20-დან 25 მილიონ დოლარამდე ღირებულების იქნება - იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ზრდის ტემპი პირველ კვარტალში. ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით Bakkt-ის პროგრესისა და ინვესტირების დონეების შესახებ წლის განმავლობაში“. როდესაც მას ჰკითხეს მცირე ხნის წინ ჩადებული ინვესტიციებით მოსალოდნელ სარგებელსა და მოგების ზრდაზე, Sprecher-მა კრიპტოპლატფორმა დაახასიათა, როგორც “moonshot bet” – ICE-სთვის: „მისი ორგანიზებულობა მეტად განასხვავდება იმისგან, თუ როგორ მიჰყავს ICE-ს ბიზნესი. ინფრაქსტრუქტურა კარგად ვითარდება და მე ვფიქრობ, რომ პლატფორმის ამოქმედებას მიმდინარე წლის ბოლოსკენ ვიხილავთ“. Sprecher-მა დაამატა, რომ Bakkt-ი ICE-სგან დამოუკიდებლად არსებობს, რამდენადაც მას აქვს საკუთარი ოფისები, მენეჯერების გუნდი და ინფრასტრუქტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტის ინფრაქსტრუქტურამ უკვე დააინტერესა და მიიზიდა მთელი რიგი ინვესტორები და პარტნიორები: მათ შორისაა Starbucks და Microsoft. Scott Hill-ი მივიდა დასკვნამდე, რომ Bakkt-ი - ეს გრძელვადიანი პროექტია და არა 2019 წელზე ორიენტირებული გეგმა. „ვფიქრობ, რომ Bakkt-ი ნამდვილად ინვესტიციაა... იგი იმ სამომავლო საბაზრო შესაძლებლობებსა და მოგებებზე მეტია, რასაც მომავლისგან ველით და 2019 წლის უმაღლეს მაჩვენებელზე ნაკლები“. ICE-მა თავისი ციფრული აქტივების პლატფორმის გამოშვების შესახებ პირველად 2018 წლის აგვისტოში განაცხადა. კომპანიას მუშაობა 2019 წლის დასაწყისში უნდა დაეწყო, თუმცა ამოქმედების თარიღმა გადაიწია აშშ-ის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიასთან გახანგრძლივებული კონსულტაციების გამო. 9 თებერვალს ICE-მა განაცხადა, რომ დაასრულა ფიუჩერსული კომისია Rosenthal Collins Group-ის პირველი აქტივების მიღება, რომლის შესახებაც ანონსი თავდაპირველად იანვრის შუა პერიოდში გამოცხადდა. https://cointelegraph.com/news/intercontinental-exchange-ceo-bakkt-will-launch-later-this-year 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 12, 2019 Share Posted February 12, 2019 ამ პლატფორმასაც დედა ეტირა, ჯერ წინა წელს უნდა ამუშავებულიყო და მინუსებში გადიან როგორც ჩანს ეგ რომ ეხლა გაუშვან და ისევ გადაიდო მაგის გაშვებაც, SEC-ETF არ დადგინდგება თებერვლის ბოლოს, დარჩენილია ეთერეუმის ხარფორკი და ეგეც კი არ გაეშვას შეიძლება ისეთი ცუდი სიტუაციაა ბაზარზე, ატგავორკები კი ათასნაირი შეიძლება იყოს, თუმცა ვნახოთ ყველაფერს პადრიათ ნუ გადავაყრით მიწარს, რაღაცა მაინც დადგინდეს შეიძლება, ნასდაკის ფუტურსებსაც აგვიანდება მგონი, ეგეც სადღაც მარტისკენ უნდა გაეშვათ, გადადებით კი ეგენი და სხვა პლატფორმები არაერთხელ გადაიდონ კიდე შეიძლება, ანუ იგეგმება და უკვე გაეშვა სხვადასხვა რამეა და ფასზე მარტო მაშინ ექნება გარკვეული გავლენა ნამდვილათ რომ დაიწყებს მუშაობას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.