Magdalena

Google ზოგიერთ მომხმარებელს საშუალებას აძლევს გატესტონ Google Map-ის ახალი, შერეული რეალობის მქონე სანავიგაციო ფუნქცია

Recommended Posts

image.png

გასული წლის I/O დეველოპერთა კონფერენციაზე Google-მა წარადგინა შერეული რეალობის მქონე ახალი ფუნქცია Google Map-ისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონის კამერით მიიღოთ გადაადგილების ინსტრუქციები რეალურ დროში. როგორც ცნობილია, ეს ფუნქცია წააგავს Google-ის მიერ დაპირებულ Google Glass-ს, თუმცა მუშაობს ჰედსეტის გარეშე. The Wall Street Journal-ის წარმომადგენელი David Pierce საუბრობს ფუნქციის ადრეული ვერსიის შესახებ. 

იგი ამბობს, რომ მართალია „ფუნქცია არ იქნება საბოლოო ვარიანტი, რასაც მომხმარებლები მიიღებენ,  თუმცა Google Map-ის მხრიდან დიდი ნაბიჯია სწორი მიმართულებით გადადგმული“. Pierce-მა მოყვა, თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქცია - აპლიკაცია აფიქსირებს ადამიანის ადგილმდებარეობას GPS-ის მეშვეობით, შემდეგ იყენებს Street View-ს მონაცემებს, რათა ისინი მომხმარებლის ზუსტ ადგილმდებარეობასთან დააკავშიროს. როდესაც ადგილდებარეობა დაფიქსირდება, ეკრანზე აისახება დიდი ისრები და მიმართულებები. 

როგორც Pierce აღნიშნავს, აპლიკაცია საშუალებას არ იძლევა მუდმივად ისარგებლოთ კამერით, გარკვეული დროის შემდეგ რუკი ჩვეულებრივი ინტერფეისი გამოისახება. იგი აღნიშნავს, რომ ინტერფეისი, რომელიც მან ნაადრევად იხილა, შესაძლოა შეიცვალოს. Google არ ახმაურებს, თუ როდის გახდება ფუნქცია მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე მისით სარგებლობა შეეძლება რამოდენიმე ადგილობრივ გიდს, სანამ Google დარწმუნდება, რომ ფუნქცია მზადაა. 

პირსმა ისაუბრა ამ ფუნქციის უპირატესობებზე: მისი დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი მომხმარებლებს წარუდგენს სპეციფიკურ მონაცემებს ადგილდებარობის შესახებ. ამგვარი ფუნქცია დიდი ალბათობით გახდება AR-სათვალეებთან თავსებადი. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Facebook, Google, North, Vuzix და სხვები, მუშაობენ მზადებაზე ან უკვე ყიდიან საკუთარ AR-სათვალეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Google-ის ახალი ფუნქცია საბოლოო ჯამში მომხმარებლების თვალთახედვის არეში აღმოჩნდება. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now