Magdalena Posted February 12, 2019 Share Posted February 12, 2019 გასული წლის I/O დეველოპერთა კონფერენციაზე Google-მა წარადგინა შერეული რეალობის მქონე ახალი ფუნქცია Google Map-ისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონის კამერით მიიღოთ გადაადგილების ინსტრუქციები რეალურ დროში. როგორც ცნობილია, ეს ფუნქცია წააგავს Google-ის მიერ დაპირებულ Google Glass-ს, თუმცა მუშაობს ჰედსეტის გარეშე. The Wall Street Journal-ის წარმომადგენელი David Pierce საუბრობს ფუნქციის ადრეული ვერსიის შესახებ. იგი ამბობს, რომ მართალია „ფუნქცია არ იქნება საბოლოო ვარიანტი, რასაც მომხმარებლები მიიღებენ, თუმცა Google Map-ის მხრიდან დიდი ნაბიჯია სწორი მიმართულებით გადადგმული“. Pierce-მა მოყვა, თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქცია - აპლიკაცია აფიქსირებს ადამიანის ადგილმდებარეობას GPS-ის მეშვეობით, შემდეგ იყენებს Street View-ს მონაცემებს, რათა ისინი მომხმარებლის ზუსტ ადგილმდებარეობასთან დააკავშიროს. როდესაც ადგილდებარეობა დაფიქსირდება, ეკრანზე აისახება დიდი ისრები და მიმართულებები. როგორც Pierce აღნიშნავს, აპლიკაცია საშუალებას არ იძლევა მუდმივად ისარგებლოთ კამერით, გარკვეული დროის შემდეგ რუკის ჩვეულებრივი ინტერფეისი გამოისახება. იგი აღნიშნავს, რომ ინტერფეისი, რომელიც მან ნაადრევად იხილა, შესაძლოა შეიცვალოს. Google არ ახმაურებს, თუ როდის გახდება ფუნქცია მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე მისით სარგებლობა შეეძლება რამოდენიმე ადგილობრივ გიდს, სანამ Google დარწმუნდება, რომ ფუნქცია მზადაა. პირსმა ისაუბრა ამ ფუნქციის უპირატესობებზე: მისი დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი მომხმარებლებს წარუდგენს სპეციფიკურ მონაცემებს ადგილდებარობის შესახებ. ამგვარი ფუნქცია დიდი ალბათობით გახდება AR-სათვალეებთან თავსებადი. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Facebook, Google, North, Vuzix და სხვები, მუშაობენ მზადებაზე ან უკვე ყიდიან საკუთარ AR-სათვალეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Google-ის ახალი ფუნქცია საბოლოო ჯამში მომხმარებლების თვალთახედვის არეში აღმოჩნდება. https://www.theverge.com/2019/2/10/18219325/google-maps-augmented-reality-ar-feature-app-prototype-test Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.