Jump to content

3D-პრინტერით დამზადებული ყველაზე დიდი სარაკეტო ძრავი


Recommended Posts

ორბიტალური ფრენების სფეროში მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. SpaceX-სა და Blue Origin-ამდე მას საკმაოდ ბევრი უკლია, თუმცა საწყისი ეტაპები ენერგიული აღმოჩნდა. შოტლანდიურმა კერძო სტარტაპმა, Orbex-მა წარადგინა მსოფლიოში ყველაზე დიდი სარაკეტო ძრავი, რომელიც მთლიანად 3D-პრინტერითაა დამზადებული. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა თავისი რაკეტის - Prime Rocket-ის მეორე ეტაპიც: ეს მოვლენა მან ახალი შტაბ-ბინისა და სამუშაო ცენტრის გახსნას მიუძღვნა. 

image.jpeg 

image.jpeg 

ახალი რეაქტიული ძრავი მუშაობს ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად საწვავზე - ბიოპროპანზე. პერსპექტივაში, მისი გაშვებისას ტრადიციულ სარაკეტო საწვავთან შედარებით 90%-მდე შემცირდება მავნე გამონაბოლქვის გაბნევა ატმოსფეროში. 

image.jpeg 

გამწევი რაკეტა Prime Rocket-ის მეორე დონის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობისა და ნახშირბადის ბოჭკოებისგან, რისი წყალობითაც იგი 30%-ით უფრო მსუბუქია იმავე კატეგორიის სხვა გამწევ რაკეტებთან შედარებით. რაკეტა 17 მეტრია სიმაღლეში, მისი დიამეტრი 1,3 მეტრის ტოლია და მიეკუთვნება მსუბუქი გამწევი რაკეტების კატეგორიას. მას შეეძლება რამოდენიმე ასეული კგ ტვირთის გატანა მიუხედავად ორბიტალური სიმაღლისა. 

Prime Rocket-ის გაშვება შოტლანდიის კოსმოდრომიდან დაგეგმილია 2021 წელს. Orbex-მა აგრეთვე გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანია Astrocast SA-სთან, რაც ითვალისწინებს გლობალური IoT ქსელისთვის 2023 წელს ათი ნანოთანამგზავრის გაშვებას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.