Jump to content
Magdalena

ინჟინრებს აქვთ შემოთავაზება - მარსის კვლევა გასაბერი უპილოტო საფრენი აპარატებით გაგრძელდეს

Recommended Posts

მარსის კვლევა ადვილ საქმეს არ წარმოადგენს. პლანეტის ზედაპირზე სხვადასხვა დროს რამოდენიმე მარსმავალი და დასაფრენი მოდული მუშაობდა, ზევიდან კი წითელ პლანეტას ორბიტალური თანამგზავრები აკვირდებოდნენ. მაგალითად, ამ დროისთვის მარსის ზედაპირზე მუშაობს Curiosity, ზემოდან კი მას თვალყურს ადევნებს ზონდი Mars Reconnaissance Orbiter (MRO). პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მართალია კოსმოსურ აპარატებს შეუძლიათ პლანეტის ზედაპირი მაღალი გაფართოების ფოტოებზე აღბეჭდონ, თანამზავრულ ფოტოებს კი დეტალიზცია აკლია. მარსის კვლევა მარსმავლების დახმარებითაც კი არც ისე მოსახერხებელია, რადგან ისინი ნელა გადაადგილდებიან. ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ახალი კონცეფცია, რომელიც მათი აზრით წითელი პლანეტის კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეამცირებს რობოტიზებული აპარატების მეშვეობით.  

image.jpeg 

მეცნიერებს აქვთ წინადადება - გამოიყენონ გასაბერი პლანერი, რომელიც სულ 5 კგ იქნება და ზომით - ფრთების ჩათვლით 5,7 მეტრი. წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად პლანერი შეძლებს იფრინოს მარსის ლანდშაფტის თავზე და ჩაატაროს დეტალური დათვალიერება. მწარმოებელთა აზრით ამგვარი აპარატი შეძლებს ერთი მარსული დღე-ღამის (სოლ-ის) განმავლობაში დაფაროს ათიდან ას კილომეტრამდე მანძილი, რაც არც ერთ მარსმავალს არ შეუძლია.  

მწარმოებლებს აქვთ იდეა - ფრთების კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი დაიფაროს სპეციალური, ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე მასალით, რომელიც გამყარდება მზის სინათლის ზეგავლენით. ე.წ. „სოლიდიფიკაციის“ პროცესს დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება, რის შემდეგაც კონსტრუქცია გახდება საკმარისად მყარი, რათა შეძლოს დამოუკიდებლად ფრენა. 

ძრავის სახით პლანერში იგეგმება გამოყენებულ იქნას სისტემა ცივი გაზით. იგი აპარატს საშუალებას მისცემს აფრინდეს პლანეტის ზედაპირიდან 1,8 კმ სიმაღლეზე და იქიდან განახორციელოს საჭირო სამეცნიერო ქმედებები. 

ამგვარი დრონის დავალებაა დახმარება გაუწიოს წითელი პლანეტის ზედაპირზე მყოფ მარსმავალს, აგრეთვე ეძებოს მარსული კოლონიის დაარსებისთვის პოტენციურად შესაფერი ადგილები. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...