Magdalena

პოლიცია აცხადებს, რომ „შესანიშნავი შედეგები“ აქვს Cryptopia-ს გატეხვის საქმის გამოძიებაში

Recommended Posts

image.png

ახალი ზელანდიის პოლიცია თავის ოფიციალურ საიტზე ავრცელებს ინფორმაციას: Cryptopia-ს გატეხვისა და კრიპტოვალუტების ქურდობის საქმის გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით“. 

გამოძიებაში ჩართულია სპეციალისტების დიდი ჯგუფი, მათ შორის კენტერბერის კრიმინალური საძიებო განყოფილების წარმომადგენლები და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის დანაშაულთან ბრძოლის ქვეგანყოფილება. 

საგამოძიებო ოფისი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მთელი ძალები მიმართულია იმ პირების გამოვლენისკენ, რომლებმაც მიიღეს და განკარგავენ მოპარულ კრიპტოვალუტებს. „ეს მეტად რთული საგამოძიებო პროცესია - კრიპტოვალუტები მოპარულ იქნა არარეგულირებად პირობებში“ - ნათქვამია პუბლიკაციაში. 

პოლიციელები ამტკიცებენ, რომ „აქტიურად იკვლევენ“ Cryptopia-დან დაკარგულ აქტივებს და გამოძიების პროცესში მთელი მსოფლიოს სპეციალისტებს იწვევენ. 

„ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია გაგიზიაროთ კონკრეტული ინფორმაცია მიღებული ზომების შსახებ, თუმცა გარწმუნებთ, რომ გამოძიება მიმართულია როგორც კომპანიის მოქმედების კრიმინალისტიკური ანალიზის, ასევე მისი ოფისის დათვალიერებისკენ“. ჩვენთვის ცნობილია, რომ ონლაინ-ქომიუნითებში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია მომხდართან დაკავშირებით. რაიმე სახის დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მეტად ნაადრევია და ჩვენ ნებისმიერ ზომებს მივმართავთ საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

„გამოძიებას კარგი შედეგები აქვს. ჩვენ ვმუშაობთ Cryptopia-ს ხელმძღვანელობასთან ერთად, აგრეთვე ბირჟის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ“ - აცხადებს გამოძიების წარმომადგენლობა. – „ჩვენ აგრეთვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კიბერდანაშაულის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან და პარტნიორებთან“. 

image.png 

მოსალოდნელია, რომ Cryptopia-ს ოფისში ყველანაირი საჭირო ღონისძიება მომდევნო კვირას დასრულდება. თუმცა გასათვალისწინებელი, რომ პოლიციელების თქმით „გამოძიებას დიდი დრო დასჭირდება კიბერსივრცის სირთულეების გამო“. 

Cryptopia-ს წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now