Magdalena Posted February 11, 2019 Share Posted February 11, 2019 ახალი ზელანდიის პოლიცია თავის ოფიციალურ საიტზე ავრცელებს ინფორმაციას: „Cryptopia-ს გატეხვისა და კრიპტოვალუტების ქურდობის საქმის გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით“. გამოძიებაში ჩართულია სპეციალისტების დიდი ჯგუფი, მათ შორის კენტერბერის კრიმინალური საძიებო განყოფილების წარმომადგენლები და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის დანაშაულთან ბრძოლის ქვეგანყოფილება. საგამოძიებო ოფისი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მთელი ძალები მიმართულია იმ პირების გამოვლენისკენ, რომლებმაც მიიღეს და განკარგავენ მოპარულ კრიპტოვალუტებს. „ეს მეტად რთული საგამოძიებო პროცესია - კრიპტოვალუტები მოპარულ იქნა არარეგულირებად პირობებში“ - ნათქვამია პუბლიკაციაში. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ „აქტიურად იკვლევენ“ Cryptopia-დან დაკარგულ აქტივებს და გამოძიების პროცესში მთელი მსოფლიოს სპეციალისტებს იწვევენ. „ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია გაგიზიაროთ კონკრეტული ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ, თუმცა გარწმუნებთ, რომ გამოძიება მიმართულია როგორც კომპანიის მოქმედების კრიმინალისტიკური ანალიზის, ასევე მისი ოფისის დათვალიერებისკენ“. ჩვენთვის ცნობილია, რომ ონლაინ-ქომიუნითებში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია მომხდართან დაკავშირებით. რაიმე სახის დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მეტად ნაადრევია და ჩვენ ნებისმიერ ზომებს მივმართავთ საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. „გამოძიებას კარგი შედეგები აქვს. ჩვენ ვმუშაობთ Cryptopia-ს ხელმძღვანელობასთან ერთად, აგრეთვე ბირჟის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ“ - აცხადებს გამოძიების წარმომადგენლობა. – „ჩვენ აგრეთვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კიბერდანაშაულის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან და პარტნიორებთან“. მოსალოდნელია, რომ Cryptopia-ს ოფისში ყველანაირი საჭირო ღონისძიება მომდევნო კვირას დასრულდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პოლიციელების თქმით „გამოძიებას დიდი დრო დასჭირდება კიბერსივრცის სირთულეების გამო“. Cryptopia-ს წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. https://ttrcoin.com/policiya-soobshchila-o-prekrasnyh-rezultatah-v-rassledovanii-vzloma-birji-cryptopia.6126/ http://www.police.govt.nz/news/release/police-continue-make-progress-cryptocurrency-investigation https://forklog.com/politsiya-novoj-zelandii-rassleduet-predpolagaemyj-vzlom-birzhi-cryptopia/ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.