Jump to content

Apple გამოუშვებს „მოდიფიცირებულ“ iPhone 7-სა და iPhone 8-ს, რათა გვერდი აუაროს სასამართლოს აკრძალვას


Magdalena

Recommended Posts

როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში Apple-სა და Qualcomm-ს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამერიკული ჩიპმეიკერი კალიფორნიულ ტექნოლოგიურ გიგანტს საპატენტო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. გერმანიის სასამართლომ Apple-ს უკვე აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე iPhone 7-სა და iPhone 8-ს გაყიდვა. იგივე მოხდა ჩინეთშიც. თუმცა, Qualcomm-ის გამარჯვება შესაძლოა არც ისე დიდი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 

image.jpeg 

 

პირველ რიგში, Apple მაინც აგრძელებს სმარტფონების გაყიდვას ჩინურ ტერიტორიებზე. ტექნოკომპანია თავის გადაწყვეტილებას - არ შეწყვიტოს გაყიდვები - იმით ასაბუთებს, რომ სადავო პატენტები პროგრამულ უზრუნველყოფას შეეხებოდა. Apple-ის წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილება, რომლის გამოც მათ Qualcomm-მა უჩივლა, გამოყენებული იყო iOS 11 საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფაში. რადგანაც Apple უკვე აღარ ყიდის სმარტფონებს, რომლებიც ამ ვერსიის ბაზაზე მუშაობენ - კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შწყვიტოს გაყიდვები ჩინეთში.  

გერმანულ ბაზარს რაც შეეხება, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. იმის გათვალისწინებით, რომ პატენტები აპარატულ ნაწილს ეხება, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებით პრობლემის მოგვარება არ გამოვა. თუმცა Apple-მა მაინც იპოვა გამოსავალი. ცნობილი გახდა, რომ იგი აპირებს გამოუშვას განახლებული სმარტფონები - iPhone 7 და iPhone 8 სპეციალურად გერმანული ბაზრისთვის. ახალ სმარტფონებში არ იქნება გამოყენებული ის კომპონენტები, რომლებიც არღვევენ Qualcomm-ის პატენტს. მოდიფიცირებული iPhone-ების პირველი მიწოდება სულ მალე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იგეგმება. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.