Magdalena Posted February 9, 2019 Share Posted February 9, 2019 როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში Apple-სა და Qualcomm-ს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამერიკული ჩიპმეიკერი კალიფორნიულ ტექნოლოგიურ გიგანტს საპატენტო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. გერმანიის სასამართლომ Apple-ს უკვე აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე iPhone 7-სა და iPhone 8-ის გაყიდვა. იგივე მოხდა ჩინეთშიც. თუმცა, Qualcomm-ის გამარჯვება შესაძლოა არც ისე დიდი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში, Apple მაინც აგრძელებს სმარტფონების გაყიდვას ჩინურ ტერიტორიებზე. ტექნოკომპანია თავის გადაწყვეტილებას - არ შეწყვიტოს გაყიდვები - იმით ასაბუთებს, რომ სადავო პატენტები პროგრამულ უზრუნველყოფას შეეხებოდა. Apple-ის წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილება, რომლის გამოც მათ Qualcomm-მა უჩივლა, გამოყენებული იყო iOS 11 საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფაში. რადგანაც Apple უკვე აღარ ყიდის სმარტფონებს, რომლებიც ამ ვერსიის ბაზაზე მუშაობენ - კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეწყვიტოს გაყიდვები ჩინეთში. გერმანულ ბაზარს რაც შეეხება, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. იმის გათვალისწინებით, რომ პატენტები აპარატულ ნაწილს ეხება, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებით პრობლემის მოგვარება არ გამოვა. თუმცა Apple-მა მაინც იპოვა გამოსავალი. ცნობილი გახდა, რომ იგი აპირებს გამოუშვას განახლებული სმარტფონები - iPhone 7 და iPhone 8 სპეციალურად გერმანული ბაზრისთვის. ახალ სმარტფონებში არ იქნება გამოყენებული ის კომპონენტები, რომლებიც არღვევენ Qualcomm-ის პატენტს. მოდიფიცირებული iPhone-ების პირველი მიწოდება სულ მალე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იგეგმება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24107/apple-vypustit-modificirovannye-versii-iphone-7-i-iphone-8-dlja-obhoda-sudebnogo-zapreta 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.