Jump to content

ავტონომიურმა მატარებელმა „ყველაზე დიდი რობოტის“ სახელწოდება მიიღო


Recommended Posts

რობოტების წარმოების მთავარი მიზანია გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება. რობოტიზებულ სისტემებს შეუძლიათ შრომა შეუმსუბუქონ როგორც რიგით დიასახლისებს, ასევე სხვადასხვა საწარმოო სფეროში მომუშავეებს. ავსტრალიურ-ბრიტანული კომპანია Rio Tinto, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ლითონებისა და მინერალების მოპოვებით, აპირებს მაქსიმალურად გაამარტივოს მოპოვებითი პროცესი ავტონომიური სარკინიგზო სისტემის - AutoHaul-ის მეშვეობით. ეს არის მატარებელი, რომელსაც ერთი პუნქტიდან მეორეში მოპოვებული მადანი გადააქვს ადამიანების დახმარების გარეშე. 

image.jpeg 

კომპანიამ უკვე გაიყვანა გზა მეჩხერად დასახლებული რაიონის - პილბარის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში. პროცესს 8 თვე და 1,3 მლრდ დოლარი დასჭირდა. 2018 წლის მაისში სარკინიგზო უსაფრთხოების საერთაშორისო რეგულატორმა მას უფლება მისცა გამოეცადა სისტემა, ივლისში კი ავტონომიურმა ლოკომოტივმა პირველი გადაზიდვა შეასრულა: შახტებიდან მოპოვებული მადანი პორტში გადაიტანა. 

Rio Tinto-ს განკარგულებაში სულ 200 ლოკომოტივია, ყველა მათგანი ავტომატიზირებულია და 16 შახტადან გადააქვს ტვირთი 4 პორტისკენ. გადაზიდვის ხანგრძლივობა საშუალოდ 40 წუთია - სწორედ ეს დრო სჭირდება ავტონომიურ მატარებელს 800 კილომეტრის გასავლელად. მატარებლების გადაადგილება კონტროლდება სამართავი ცენტრიდან, რომელიც ქალაქ პერტშია განთავსებული.  მოშორებით მყოფი ოპერატორები პროცესს თვალყურს ადევნებენ ბორტზე არსებული კამერების მეშვეობით. 

მას შემდეგ, რაც ავტომატიზირებული გადაზიდვების შესახებ ადგილობრივმა პროფკავშირებმა შეიტყვეს, მისი წევრები შეშფოთდნენ, რომ შესაძლოა პროცესის ავტომატიზების გამო სამომავლოდ ბევრი ადამიანი დარჩეს უმუშევარი. კომპანია ირწმუნება, რომ 2018 წლიდან მოყოლებული არავინ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და არც მომავალ წელს აპირებს. 

Rio Tinto-ს სარკინიგზო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გადაზიდვების ავტომატიზაცია პილბარის მსგავს რაიონებში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პროცესი და შემცირდეს ხარჯები. 

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგის სპეციალისტი, პროფესორი ალან ტრენჩი აცდახებს, რომ ამგვარი სისტემის გამოყენებას ყველა კომპანია ვერ შეძლებს. იგი განმარტავს, რომ ავტონომიური მატარებელი შესანიშნავად ერგება ქვანახშირის მომპოვებლებს, თუმცა მისი გამოყენება რთულია ოქრ მომპოვებელი კომპანიებისთვის, რომლებიც მიწისქვეშ ბევრად უფრო დიდ სიღრმეზე მუშაობენ. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.