Magdalena

Facebook-ის ჯგუფებს ახალი სამართავი ინსტრუმენტები და ფუნქციები დაემატება

Recommended Posts

image.png

Facebook-ჯგუფებს ემატება ახალი ინსტრუმენტები და მართვის ახალი ფუნქციები. კომპანიას სურს მოახდინოს მნიშვნელოვანი და ინფორმაციულად წონადი საუბრების სტიმულირება, Facebook-ჯგუფები კი ამისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. 

ჯგუფების ადმინისტრატორები შეძლებენ მოახდინონ შეტყობინებების ფორმატირება მსხვილი ტექსტით, ციტატებით და ჩანაწერების/ჩამონათვალის მონიშვნით. აგრეთვე, ყველა ჯგუფს შეეძლება გამოიყენოს Facebook-ის სახელმძღვანელო ფუნქცია, რომელიც ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ მომხმარებლები კვალიფიკაციის ერთობლივად ამაღლებისა და მხარდაჭერის სხვა პროგრამებზე მუშაობისთვის.  

უფრო და უფრო მეტი ჯგუფი ასევე მიიღებს საშუალებას - მომხმარებლებს შესთავაზონ გამოწერები, შექმნან ცალკე დამოუკიდებელი კონტენტი და სასაუბრო ჩატები  მონაწილეებისთვის ინდივიდუალურად. ეს ფუნქცია გასული წლის ივნისში გახმაურდა, თუმცა იგი ამ დრომდე მხოლოდ შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი: მას იყენებენ ის ჯგუფები, რომელთაც Facebook-ი პარტნიორებად ირჩევს. 

ადმინისტრატორები აგრეთვე მიიღებენ საშუალებას - მარტივად შეატობინონ ჯგუფის წევრებს იმ შემთხვევებში, თუკი ისინი ჯგუფის წესებს არღვევენ. ასევე - მოაწესრიგონ წევრების წინა დროის აქტივობები ქრონოლოგიურად და განახორციელონ წევრობის მოთხოვნის ძიება სახელების მიხედვით. 

ეს სიახლე მცირე ნაბიჯია, თუმცა მეტყველებს Facebook-ის დაინტერესებაზე - ჯგუფები საიტის უფრო დინამიური ნაწილი გახდეს. „ადამიანებს სურთ, იყვნენ მნიშვნელოვანი და ინფორმაციულად ღირებული ქომიუნითის წევრები“ - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა. 

TechCrunch-ის ინფორმაციით, გასულ წელს გუფებში გაერთიანებული იყო 1,4 მლდ მომხმარებელი. მათგან 200 მილიონ Facebook- ღირებულად თვლის. 

გასულ წელს Facebook-მა განაცხადა, რომ ჯგუფების კონტენტი უფრო ფართოდ იქნება წარმოჩენილი ნიუს ფიდში. „ჯგუფურ კონტენტს გააჩნია ტენდენცია - წაახალისოს უფრო მეტი კომუნიკაცია“ - განაცხადა ადამ მოსერიმ, რომელიც იმ დროს ნიუს ფიდის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი Instagram-ზეა პასუხისმგებელი. „Facebook-ჯგუფები უფრო და უფრო აქტიური და ენერგიული ხდება“.  

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now