Magdalena Posted February 9, 2019 Share Posted February 9, 2019 უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ გლობალური დათბობა შესაძლოა კაცობრიობის ერთ-ერთი დამღუპველი მიზეზი გახდეს. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ პრობლემის სერიოზულობას, რადგანაც კლიმატური ცვლილებები იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ ცვლილების შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა წლებში დაფიქსირებული ტემპერატურის მაჩვენებლების შედარების გარეშე. მცირე ხნის წინ ერთდროულად რამოდენიმე ორგანიზაციამ წარმოადგინა დამაფიქრებელი სტატისტიკა - აღმოჩნდა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა, ბოლო 4-5 წელი კი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა თანამედროვე ისტორიაში. დაკვირვების შედეგად პრაქტიკულად იდენტური შედეგები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: NASA-მ, მსოფლიო მეტეოროლოგიურმა სადგურმა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლების ეროვნულმა სააგენტომ - NOAA-მ. ტემპერატურის გაზომვა აშშ-ში 1880 წლიდან დაიწყო და თუკი იმ დროის მაჩვენებლებს შევადარებთ ამჟამინდელს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ყველაზე ცხელი წლების ოთხეულში შევიდა 2015, 2016, 2017 და 2018 წლები. მაღალი ტემპერატურის რეკორდები ეკუთვნის ევროპას, ახალ ზელანდიასა და რუსეთს. ტემპერატურის მატება, რა საკვირველია, შეინიშნება წყლის ზედაპირზეც - განსაკუთრებით კი წყნარ და ატლანტის ოკეანეებზე. იმის პარალელურად, რომ პლანეტა სულ უფრო ცხელი ხდება, იმატებს მსოფლიო ოკეანის დონე, რაც მყინვარების დნობითაა განპირობებული. მთელი ეს ინფორმაცია გროვდება 6300 მეტეოროლოგიური სადგურიდან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განაწილებული. კვლევაში მეცნიერები ითვალისწინებენ ანტარქტიკის სადგურების მონაცემებს, რომლებიც წყლის ტემპერატურას ზომავენ. სულ მცირე ხნის წინ მკვლევარებისთვის ცნობილი გახდა, რომ გლობალური დათბობის ერთ-ერთი მანიშნებელი შეიძლება იყოს წყლის ფერი - 21-ე საუკუნის ბოლოს დედამიწის წყლები უფრო მკვეთრ ლურჯ და მწვანე შეფერილობას მიიღებენ. https://hi-news.ru/research-development/poslednie-chetyre-goda-vydalis-samymi-zharkimi-v-sovremennoj-istorii.html 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.