Magdalena

Oculus-ის ახალი თაობის მოწყობილობა, სახელწოდებით Rift S, აღჭურვილია ინტეგრირებული კამერებით

Recommended Posts

image.png

Upload VR-ის თანახმად, Oculus-ის ახალი თაობის პერსონალურ კომპიუტერთან თავსებად მოწყობილობაში შეიძლება ეწოდოს Rift S, აღნიშნული აღმოჩენილია კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიაში, რომელიც შეიცავს ფაილებს Rift S-ის სახელით. გარდა ამისა, Upload VR აცხადებს, რომ ახალი ვერსიის სამომხმარებლო ინტერფეისის კოდის პარამეტრები ითვალისწინებს შიდა კამერებით აღჭურვას, რაც ნიშნავს, რომ აღარ იქნება საჭირო გარე კამერებით თვალყურის დევნება, როგორც ეს Rift-ის მიმდინარე ვერსიაშია წარმოდგენილი. 

ამას ადასტურებს TechCrunch-ის გასული ნოემბრის ანგარიში, სადაც პირველად გამოჩნდა Rift S დასახელება და იდეა, რომ Rift-ის შემდგომ მოდელს ექნებოდა ის, რასაც ჰქვია inside-out tracking. ეს ნიშნავს, რომ მას ექნება კამერების და სენსორების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მიცემს მომხმარებელს - მოახდინოს საკუთარი თავის და VR მოწყობილობის პოზიციონირება 3D სივრცეში გარე მოწყობილობების მიერთების გარეშე. VR პროდუქტების ახალ მოდელებში inside-out tracking-ი მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გამოირიცხება ძვირადღირებული დამატებითი აქსესუარების მოთხოვნა და ის ხდება უფრო მეტად მობილური, ანუ შესაძლებელი იქნება მისი ტარება სხვადასხვა ადგილებსა თუ გზაზე. 

ეს არ ნიშნავს, რომ Rift S, როგორც მას უწოდებენ, იქნება უსადენო. ისევე, როგორც HTC-ის ახალი მოწყობილობა Vive Cosmos, რომელიც ასევე სთავაზობს მომხმარებელს inside-out tracking-, Rift S-საც დაჭირდება პერსონალურ კომპიუტერთან შეერთება. გასულ წელს TechCrunch-მა ასევე აღნიშნა, რომ ახალ Rift-ს ექნებოდა უკეთესი რეზოლუცია, ვიდრე ეს Oculus-ს გააჩნდა მონაცემთა დამუშავებისთვის. HTC მართლაც სთავაზობს უსადენო ადაპტერს Vive და Vive Pro მოწყობილობებისთვის, ასე რომ Oculus-საც შეუძლია იგივე გააკეთოს. უსადენო Oculus-თან მუშაობისთვის მომხმარებელი იძულებული იქნება შეისყიდოს მისი იაფიანი ვერსია Oculus Go ან დაელოდოს ახალ Oculus Quest-ს. 

Rift S-ი გვევლინება, როგორც  მაღალი ხარისხის პერსონალურ კომპიუტერთან თავსებადი  ვირტუალური მოწყობილობა, იგი არ იქნება სრულიად უსადენო - საჭიროებს დამატებით ადაპტერს და VR-ისთვის მზა  Windows კომპიუტერ. განსხვავება იქნება ის, რომ აღარ იქნება საჭირო გარე კამერების რეგულირება სრულყოფილი ვირტუალური რეალობის მისაღებად. მოწყობილობა ამას თვითონ გააკეთებს. როგორც Upload VR აღნიშნავს, Rift S, როგორც Oculus Quest-ის მაღალრეზოლუციური კომპანიონი -  საშუალებას იძლევა პლატფორმის ფარგლებში მოწყობილობების განვითარება უფრო მარტივი გახდეს და ერთიდაიგივე პროგრამული უზრუნველყოფა მიესადაგოს ორივე ვერსიას. 

თავის განცხადებაში Oculus-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი არ აკეთებენ კომენტარებს მომავალ პროდუქციაზე, ისინი უბრალოდ მოუთმენლად ელოდებიან მომავალ წელს. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now