Magdalena

ახალ ანგარიშში აღნიშნულია Bitcoin-ის მაინინგის დეცენტრალიზაციის გაძლიერება

Recommended Posts

 

image.png

Bitcoin (BTC) მაინინგი გახდა უფრო დეცენტრალიზებული და აგრძელებს დივერსიფიცირებას - ნათქვამია აქტივების მართვის კანადური კომპანიის  - Canaccord-ის ახალ ანგარიშში. 

Canaccord-მა, რომელიც იკვლევს ბლოკჩეინისა და ციფრული ვალუტების სექტორებს სხვა ფინანსური ოპერაციების პარალელურად, აღნიშნავს, რომ სულ უფრო ფართოდ ხდება  Bitcoin-ჰეშ რეითის გავრცელება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი წარმოადგენს კონკურენტუნარიან ბაზარს და უზრუნველყოფს კრიპტოვალუტას - გახდეს შეტევების მიმართ უფრო მდგრადი. 

დღესდღეობით Bitcoin-ის ქსელური ტრანზაქციების პროცესის ფარგლებში უამრავი მაინინგ-პულია ჩართული, 2014 წლიდან მოყოლებული მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 

Canaccord-ის მონაცემებით, 2014 წელს ბაზრის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებდა პული Ghash.io. ხუთი წლის შემდეგ კი ამჟამად (2 თებერვლის მდგომარეობით) ჰეშრეითის 19%-ზე მეტს არც ერთი პული არ აკონტროლებს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის უმსხვილესი მოთამაშე არის Antpool, რომელიც ViaBTC-სთან ერთად Bitcoin-მაინინგის გიგანტ - Bitmain-ს ეკუთვნის. გასულ წელს კომპანიამ მდგომარეობის ცვლილებები განიცადა და მაინინგ-სფეროში მისი წილი შემცირდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ მაინინგ-პულების სტატისტიკა საინფორმაციო წყაროზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ განსხვავებულია მონაცემები. მაგალითად, Blockchain.com-ის მიხედვით ამ დროისთვის Antpool-ის წილი 10,5 %-ს შეადგენს, Bitaps-ი კი თვლის, რომ მისი მაჩვენებელი დაახლოებით 8,5 %-ია. 

ჯამში, Bitcoin-ის ჰეშ რეითი გაუმჯობესდა ნოემბრიდან - მას შემდეგ, როდესაც ფასის ვარდნამ მაინერები აიძულა შეემცირებინათ აქტიურობა სარგებლის (მოგების) მკვეთრი ვარდნის გამო. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now