Jump to content

მწერი-რობოტები იონური ძრავით


Recommended Posts

ბუნებაში უამრავი საინტერესო რამაა, რომლის კოპირება და გამოყენებაც შეუძლიათ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მილიონობით წლის განმავლობაში ევოლუციის შედეგად შეიქმნა ყველა ის საოცრება, რაც ჩვენს ირგვლივაა. ადამიანი ცდილობს, გარემომცველი ბუნების ნაწილი რობოტიზირებულ ტექნიკაში გადმოიტანოს, მაგალითად ჩათვალოს, რომ სასარგებლო იქნება მფრინავი მწერი-რობოტების შექმნა. შედეგად, ჩნდებიან რობოტი-კალიები და რობო-ფუტკრები. თუმცა მფრინავი მექანიზმების მასშტაბირებისა და მართვის სირთულე მეცნიერებს იძლებულს ხდის, არაბუნებრივი წყაროები ეძიონ მინიატურული მფრინავი აპარატების საფრენად საჭირო ენერგიისთვის. 

image.jpeg 

UC Berkeley 

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებს აქვთ იდეა - მწერი-რობოტებისთვის იონური ძრავები იქნას გამოყენებული. ამგვარი  ძრავები უხმოა და შეუძლია გარკვეული მასის აწევა, თუმცა ამისთვის დამატებითი კვებაა საჭირო. 

image.jpeg 

უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნეს მფრინავი აპარატის პროტოტიპი, რომელიც 2 სმ ზომისაა. კონსტრუქცია 30 მგ-ს იწონის, კიდევ 36 მგ-ს იწონის კვების კონტროლერი, რომელიც ელექტროდების გადაცემას ახდენს. ელექტროდებში ძაბვა 2000 ვოლტს აღწევს.  

გამოსაცდელ პლატფორმაზე გაყვანილია 7 სადენი, რომლებითაც ხორციელდება რობოტის კვება და მართვა. მართვის პრინციპი მარტივია - საჭირო თანმიმდევრობით გამოირთვება ელექტროდების ოთხი მასივიდან ერთ-ერთი, რის შედეგადაც ხდება აპარატის გადახრა და საჭირო მიმართულები გადაადგილება. 

სამომავლოდ მეცნიერები გეგმავენ პლატფორმა გააუმჯობესონ და მიაღწიონ მართვის სრულ ავტონომიურობას კვების გამოკლებით. ახლო მომავალში მათგან არავის აქვს მოლოდინი, რომ მიიღებენ საკმარისად მძლავრ, დიდი ტევადობის მქონე მინიატურულ ავტონომიურ წყაროს კვებისთვის, რომლის მოთავსებაც შესაძლებელი იქნება უშუალოდ პლატფორმაზე. თუმცა მართვის პროცესის მთლიანად რობოტიზება კი შესაძლებელი იქნება. ამისათვის იგეგმება შეიქმნას სპეციალური კონტროლერი, რობოტი კი ოპტიკური და სხვა საჭირო სენსორებით აღიჭურვოს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.