Jump to content

AMD Radeon VII-ისა და NVIDIA GeForce RTX 2080 ვიდეო ბარათების შედარებითი ტესტირების შედეგები


Recommended Posts

HD Tecnología-ს სპეციალისტები მომხმარებლებს უზიარებენ ტესტირების შედეგს, სადაც მოცემული AMD Radeon VII-ის მონაცემების შედარება მის მთავარ კონკურენტ, GeForce RTX 2080 ბარათის მაჩვენებლებთან. 

image.jpeg 

ტესტირებისთვის გამოყენებული იყო დედა დაფა ASUS Z270F Gaming პროცესორთან - Intel Core i7-7700K-სთან ერთად, აგრეთვე 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ორი დაფა DDR4-3000 Corsair Vengeance LPX და 2 ტერაბაიტიანი მყარი დისკი Seagate Barracuda 7200. გარდა ამისა, გამოიყენეს შემდეგი დრაივერები: AMD 18.50-RC14-190117 და NVIDIA 417.71 WHQL. 

image.jpeg 

image.jpeg 

წყარო: HD Tecnología 

4K გაფართოებაში მოწინაღმდეგეებმა პრაქტიკულად იდენტური შედეგები აჩვენეს თამაშების უმეტესობაში, თუმცა Sid Meier's Civilization VI-სა და Wolfenstein II: The New Colossus-ში ვიდეო ბარათმა GeForce RTX 2080-მა შეძლო შესამჩნევად წინ გაესწრო. 1440p გაფართოებაში კი წარმადობის არსებითი ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ უკანასკნელ გეიმინგ-ტესტში. 

image.jpeg 

 

სინთეტიკურ თამაშებში კონკურენტები ფაქტობრივად გვერდიგვერდ მიდიან, თუმცა LuxMark v3.1-ში Radeon VII ბარათმა საგრძნობლად უკეთესი შედეგი აჩვენა კონკურენტთან შედარებით. 

შეგახსენებთ, რომ ვიდეო ბარათ AMD RadeonVII ხელმისაწვდომია უკვე 7 თებერვლიდან და მისი ფასი 700 აშშ დოლარს შეადგენს.  

 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

მაგ ახალი ბარათის წარმადობა საკმაოთ დიდი სხვაობით გამოირჩევა ფპს მხრივ, სიტყვაზე BF5-ში თუ 2080Ti ჯაბნის ეგ კარტა, საკმაოთ ბევრ თამასში ლამის 1080Ti დონეზე აქვს წარმადობა რაც ძალზე დიდი სხვაობაა მაინც ფასში, ანუ 1080Ti 650$ თუ ჯდება 2080Ti 1000$ ღირს, როგორც ჩანს ზოგ დვიჟოკებში და DX12 კარგათ უბერავს, სხვაგან კი ეგეთი წარმადობით ვერ გამოირჩევა უკვე და 2080 აგებს მაგიტომ, RTX რეჟიმს რომ თავი დავანებოთ რაც 2000 სერიის კარტებს აქვს, რაზგონზე კი პირიქით სტაბილურობა ეკარგება და ფპს ვარდება მომატების მაგივრათ, ანუ აუტოზე უკეთესი რეზულტატები დადო იგრებში ვიდრე რუჩნოი რაზგონზე, ჩემი აზრით მაინც გაუჭირდება ამდ მაგ კარტით დაჟე 1080Ti კარტის შევიწროვებაც კი, 2080-2080Ti რომ დავანებოთ თავი, იაფი არც ეგ ჯდება და მაგიტომ და ფასების დაგდებას არავინ აპირებს მასეთ ძვირიან კარტებზე მაგით რომ დამატებითი მომხარებელი მოიზიდონ, არც ისე იაფი უჯდებათ ალბათ მაგ კარტების დამზადება და მაგიტომ, მაგხელა VRAM არ ღირს ორი კაპიკი რაც მაგ კარტაზე აქვს ჩაშენებული, შეიძლება მაგაზე იაფის დადება არც კი შეეძლოთ უკვე, ჯერ-ჯერობით 11GB VRAM საკმარისია თამაშებში, თუმცა 1080Ti მაინც უნდა დაეჩაგრა თითქმის ყველგან მაგრამ ვერ ჩაგრავს 2K მაგ კარტას, 4K არ გააჩნია მაინც საკმარისი პერფორმანსი 2080 არ იყოს, მანდ მარტო GTX2080Ti თუ ივარგებს სეტინგების დაკლების გარეშე 60ფპს+ რომ გათამაშოს ბოლო იგრებში, ჩემი აზრით ნახმარ 1080Ti თუ იყიდი კარგ ფასში ამ ეტაპზე მაიმარკეტზე 2K იდეალური იქნება 60ფპს+ სათამაშოთ, ბევრგან კი 75-80ფპს ექნება მაგ კარტაზე, რაც მთავარია არ გაგწყვიტავს წელში ერთი 1000 ლარი რომ მიაფშვნა, 2080 და ეგ ახალი კარტა კი მაგ ფასათ კიდე კარგა ხანს არ იქნება გაყიდვაში, ბევრმა გეიმერმა იცის მაგის შესახებ და ბევრი კაკრაზ 1080Ti დაითრევს სანამ არის ეგ კარტა ჯერ კიდევ გაყიდვაში და დეფიციტი არაა ბაზარზე თუნდაც ნახმარი კარტების და ვისაც მაგის თავი არ ქონდა ეგენი უფრო სკრომნი კარტებზე გააკეთებენ არჩევანს და ეგ კარტა ეგეთ გეიმერს მაინც არაფერში გამოადგებოდა თუ ვერ შეიძენს, მაგრამ ვისაც უფრო სერიოზული სიმძლავრე ჭირდება 1080Ti ამ ეტაპზე თითქმის იდეალური ვარიანტია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.