Jump to content

დაახლოებით ერთი წლის წინ ილონ მასკმა კოსმოსში ავტომობილი გაუშვა. რა ბედი ეწია მას?


Recommended Posts

2018 წლის 6 თებერვალს კენედის კოსმოსური ცენტრის მოედნიდან კოსმოსში გაემართა კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის პირადი ავტომობილი  Tesla Roadster-ი, რომლის საჭესთანაც იმყოფებოდა მანეკენი Starman. იგი SpaceX-ის მიერ შემუშავებული ახალი კოსმოსური სკაფანდრის პროტოტიპით იყო შემოსილი. ალბათ ბევრს აინტერესებს, რა მდგომარეობაშა ამჟამად ავტომობილი, რომელმაც ორბიტაზე მთელი წელიწადი გაატარა. 

image.jpeg 

 

 

ელექტრომობილი თავდაპირველად გავიდა დედამიწის ჰიპერბოლურ რბიტაზე და გაემგზავრა შორეულ კოსმოსში. 

image.jpeg 
SpaceX Falcon Heavy-ს გაშვება კენედის კოსმოსური ცენტრიდან. 2018 წლის 6 თებერვალი 

Roadster-მა მიაღწია მარსის ორბიტას გასული წლის ნოემბრის დასაწყისში და ამ დრომდე სადღაც იქვე იმყოფება - დაახლოებით 365 მილიონი კილომეტრის მოშორებით დედამიწისგან. Tesla Roadster-ისთვის მზის ირგვლივ სამოძრაო ორბიტალური პერიოდი დაახლოებით 557 დედამიწური დღე-ღამის ტოლია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილის თითოეული ადგილმდებარეობა დაფუძნებულია მათემატიკურ გამოთვლებზე. თავად მანქანა იმდენად პატარაა, რომ მისი დანახვა ყველაზე მძლავრი ტელესკოპითაც კი შეუძლებელია. მისი ჰაბლთან დაკავშირება კი მეტისმეტად ძვირადღირებული გადაწყვეტილება იქნებოდა. 

როგორც მიიჩნევა, Roadster-ი დღესაც მთელია და უვნებელი და აგრძელებს კოსმოსში მოგზაურობას, რადგანაც შორეულ კოსმოსში ცოტა ობიექტია, რომელთაც ავტომობილის დაზიანება შეუძლიათ. ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორის, ბილი კეროლის აზრით, ავტომობილისთვის მთავარ საფრთხეს კოსმოსური ნაგავი წარმოადგენს, რომელიც დედამიწის ორბიტასთანაა ახლოს. ამავე დროს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა დეგრადირდა მანქანის საღებავი და პლასტმასის დეტალები იონიზებული გამოსხივების გავლენით. ამ აზრს ისინი ამყარებენ იმ ფაქტით, რომ დედამიწის მაგნიტური ველის დაცვის ქვეშ ყოფნის დროსაც კი ადამიანები, რომლებიც კოსმოსურ სადგურებზე მუშაობენ, შესაძლოა დაშავდნენ რადიაციის ზეგავლენით.  

ასეა თუ ისე, Tesla Roadster-ი მზის სისტემაში სამუდამოდ ვერ იმოძრავებს. გასულ წელს ჩატარებული გამოთვლების თანახმად კოსმოსური სუპერმანქანა საბოლოოდ ვენერაზე ან დედამიწაზე ჩამოვარდება, რაც რამოდენიმე ათეული მილიონი წლის შემდეგ მოხდება. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.