Jump to content

გეიმინგ-ჰედსეტები Logitech-ისგან


Recommended Posts

კომპანია Logitech-მა ოფიციალურ ბლოგზე განათავსა გეიმინგ-ჰედსეტების ახალი ხაზი, რომლის შემუშავება ხორციელდებოდა ხმის ინოვაციური შედეგების მისაღწევად. 

„ჩვენ უწყვეტად ვეძებთ ახალ საშუალებებს გასაოცარი გეიმინგ-შთაბეჭდილებებისთვის და გასაოცარი შთაბეჭდილებები -  ეს სწორედ ისაა, რასაც ახალი ჰედსეტებით გთავაზობთ: -  აცხადებს Logitech Gaming-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი Ujesh Desai. 

ახალ სერიაში შემოთავაზებულია ჰედსეტები, რომლებიც განკუთვნილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული და ახალბედა გეიმერებისთვის. ახალი ხაზი შექმნილია იმ სახით, რომ მოთამაშეებმა შეძლონ იდეალური მოდელის არჩევა, რომელიც მათვისაა შესაფერისი მათი გეიმერული დონისა და ბიუჯეტის მიხედვით. 

image.jpeg 

ახალი ხაზი მოიცავს ოთხ მოდელს, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა:  

  1. The Ultimate Sound and Lighting - მოიცავს უსადენო ჰედსეტს Logitech G935 7.1 LIGHTSYNC და სადენიან მოდელს - Logitech G635 7.1 LIGHTSYNC. 

  1. The Perfect Battle Royale - მოიცავს სადენიან მოდელებს -  Logitech G432 7.1  და სტერეოჰედსეტს  Logitech G332. 

The Ultimate Sound and Lighting Logitech G935 მოდელს შესანიშნავი ჟღერადობა  და RGB განათება აქვს. ეს პირველი მოდელი აღჭურვილია ექსკლუზიური, ჰიბრიდული მასალისგან შექმნილი 50-მმ-იანი Pro-G აუდიო დინამიკებით და უზრუნველყოფს ძლიერ ბასს და და ჟღერადობას. ურსასმენები “ბალიშები” დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ხელოვნური ტყავისგან. 

image.jpeg

Logitech G935 

გარნიტურა წარმოდგენილია ტექნოლოგიით Logitech G LIGHTSYNC - დინამიური და ცვლადი განათება, რომელიც სინქრონიზდება ნებისმიერ კონტენტთან თამაშების, ვიდეოსა და მუსიკის ჩათვლით. გარდა ამისა, ჰედსეტს აქვს DTS Headphone X 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომლითაც იმიტირებულია სამგანზომილებიანი ხმის ეფექტი. 

Logitech G935  თავსებადია პერსონალურ კომპიუტერთან, კონსოლებსა და მობილურ მოწყობილობებთან. უზრუნველყოფილია 12-საათიანი მუშაობა ბატარეებზე, მაღალი ხარისხის უსადენო კავშირი და ხმის გადაცემა 6 მილიმეტრიანი მიკროფონით. მომხმარებლებს შეეძლებათ საფირმო პროგრამული უზრნველყოფის - Logitech G HUB-ის მეშვეობით შექმნან საკუთარი ხმოვანი პროფილი და გასცენ ბრძანებები G-ღილაკით. ხმის სიძლიერის რეგულირებისთვის განკუთვნილია ინტეგრირებული მარეგულირებელი. 

G432 და G332 ჰედსეტები მოთამაშეებს განსაკუთრებულ უპირატესობასა და კომფოტს მიანიჭებენ თანაც ისეთ ფასად, რომ განსაკუთრებული ზარალი არ მიადგეს მათ ბიუჯეტს.  

image.jpegLogitech G432 და G332 

ჰედსეტ Logitech G432 7.1 Surround Sound-ს აქვს 50 მილიმეტრიანი დინამიკები ტექნოლოგიით - DTS Headphone X 2.0, ასევე 6 მმ-იანი მიკროფონი ფუნქიით - Flip-to-mute და გააჩნია მულტიპლატფორმული თავსებადობა.  

Logitech G332  - ეს არის სტერეოჰედსეტი, რომელიც იმავე კომფორტისა და ხარისხის მქონეა, რაც ხაზის სხვა გარნიტურები. იგი მშვენიერი ვარიანტია მათთვის, ვინ თავისი პირველი გეიმინგ-ჰედსეტის შეძენას აპირებს.  

ჰედსეტები უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალუ საიტზე - Logitech.com, აგრეთვე სხვადასხვა ქსელში. 

ფასები:  

  • უსადენო ჰედსეტი Logitech G935 7.1 LIGHTSYNC — 169,99 $; 

  • Logitech G635 7.1 — 139,99 $; 

  • Logitech G432 7.1 — 79,99 $; 

  • სტერეოჰედსეტი Logitech G332 — 59,99 $. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.