Magdalena Posted February 7, 2019 Share Posted February 7, 2019 Matt Hougan-მა, B რომელიც Bitwise Asset Management-ის ხელმძღვანელი და ETF.com-ის პრეზიდენტია, Bloomberg-თან ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა არსებობას შეწყვეტს. ინტერვიუს მსვლელობისას მან განაცხადა, რომ „არსებობს 2 ათასი კრიპტოვალუტა, რომელთა 95% უსარგებლოა და მათ მტკივნეული სიკვდილი ელით და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი“. Hougan-ის თქმით, ბევრი რამაა, რასაც იგი უარყოფით აქტივობად მიიჩნევს კრიპტოინდუსტრიაში და ეს ყველაფერი ამჟამად ნათელი ხდება. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ელოდება მნიშვნელოვან მოვლენას - რა დარჩება ბოლოს, „სწორედ ისევე, როგორც Dotcom-ის ფერფლიდან გამოჩნდა Amazon-ი, Google, Facebook-ი და ა.შ.“ Hougan-მა აღნიშნა, რომ იგი კრიპტო-აქტივების მიმართ უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე ბლოკჩეინთან. ახსნისათვის მან ბლოკჩეინის ამჟამინდელი მდგომარეობა ახლადშექმნილი ინტერნეტის მდგომარეობას შეადარა: „თუკი გახსოვთ ინტერნეტის პირველი დღეები... ყველა აღფრთოვანებული იყო კორპორატიული ინტრაქსელებით. ხალხი ფიქრობდა, რომ კორპორატიული ინტრაქსელები - ეს იყო მთავარი მოვლენა, მომავალი. თავისუფალ ინტერნეტს არავინ ენდობოდა...“ მისი თქმით, იგივე შემთხვევაა პრივატულ და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ბლოკჩეინებშიც, რადგანაც საყოველთაო ბლოკჩეინი ყველასთვის ხელმისაწვდომია და კრიპტოაქტივებს საჭიროებს. მისი აზრით „თავისუფალი წვდომის ტექნოლოგიებს გამარჯვების ტენდენცია ახასიათებს“. ამასთან, Hougan-ი თვლის, რომ პრივატულ ბლოკჩეინებს თავიანთი როლი აქვთ და მნიშვნელოვანნი არიან, რადგან შეუძლიათ უზრუნველყონ უფრო სწრაფი და იაფი გადარიცხვები და მონაცემთა მართვა. მაგალითად, Hougan-მა განმარტა, რომ პრივატული ბლოკჩეინი შეიძლება იყოს იპოთეკის სამართავი საშუალება. ინტერვიუში თემის შეცვლის შედეგად Hougan-ი შეეხო ICO-ებსაც. მან განაცხადა, რომ მათი უმეტესობა თაღლითები იყვნენ და აღნიშნა, რომ „(ხალხი) ციხეში მიდის და ვფიქრობ, ეს ასეც უნდა იყოს“. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს კანონიერი არაფერი არსებობს. Hougan-მა იმედი გამოთქვა, რომ მისი კომპანია შეძლებს აამოქმედოს ETF (Exchange Traded Fund), რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, იაფ და ადვილად ხელმისაწვდომ წვდომას ბაზარზე. იანვარში Bitwise-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) შეიტანა განაცხადი Bitcoin (BTC) ETF-ის ამოქმედების მოთხოვნის შესახებ. იანვრის შუა პერიოდში CBOE-ს გენერალურმა დირექტორმა, პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ - Ed Tilly-მ განაცხადა: იმისათვის, რომ უოლ-სტრიტის ინსტიტუციონალიზებული ინვესტორები კრიპტოვალუტების სივრცეს შეუერთდნენ, აუცილებელია Bitcoin-ს ბირჟაზე მოვაჭრე ნოუთები. https://cointelegraph.com/news/etfcom-president-and-bitwise-researcher-matt-hougan-95-percent-of-cryptos-will-die 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 9, 2019 Share Posted February 9, 2019 მართალია, ბევრი სისხლები იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.