Jump to content

ISE 2019: Samsung-ის პირველი 8K QLED-დისპლეი, ახალი The Wall 8K, ტექნოლოგია Multi-Link HDR


Recommended Posts

გამოფენა 2019 Integrated Systems Europe-ზე (ISE 2019) კომპანია Samsung-მა მთელი რიგი სიახლეები წარმოადგინა, მათ შორის თავისი პირველი, 8K გაფართოების მქონე QLED-დისპლეი, ახალი LED-ეკრანი The Wall 8K და ტექნოლოგია Multi-Link HDR. 

image.jpeg 

კომპანიამ წარადგინა 82-დუიმიანი პროფესიონალური QLED 8K-დისპლეი, რომელშიც მოცემულია ბაზარზე არსებული უმაღლესი გაფართოების დონე სმარტ-მასშტაბირების ტექნოლოგია - AI Upscaling. 

კომერციულ დისპლეებში არსებული მასშტაბირების ტექნოლოგია მაღაზიებსა და სარეკლამო ცენტრებს ეკონომიის საშუალებას აძლევს, შესაძლებელია სტანდარტული გაფართოების კონტენტის გაშვება 8K ფორმატზე.  

image.jpeg 

7680 × 4320 პიქსელის მქონე გაფართოების წყალობით გამოსახულების ცალკეული პიქსელები პრაქტიკულად შეუმჩნეველია ადამიანის თვალისთვის. პანელები 44 მმ სისქისაა და მარტივია მათი დამონტაჟება როგორც „ალბომის“, ისე „პორტრეტის“ რეჟიმში. 

პროფესიონალური QLED 8K-დისპლეი ხასიათდება შავი ფერის გაუმჯობესებული გამოსახულებით ლოკალური ჩამუქებისა და ტექნოლოგია Quantum Light Control-ის წყალობით. დისპლეის აქვს 4000 ნიტიანი მაქსიმალური სიმკვეთრე და 100%-იანი ფერთა აღქმა  HDR10+ სტანდარტის შესაბამისად. უზრუნველყოფილია ფერთა გამის ნებისმიერი შეფერილობის მაღალხარისხიანი ასახვა. 

გამოფენაზე კომპანიამ აგრეთვე წარმოადგინა მსხვილფორმატიანი ეკრანის - The Wall-ის მოდიფიკაცია: მისი დიაგონალი 292 დუიმია, გაფართოება - 8K. ამ ეკრანის დაყენება მრავალნაირი, 73-იდან 292 დუიმამდე კონფიგურაციისამებრ არის შესაძლებელი. 

image.jpeg 

რეჟიმ Ambient-ის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის custom-იზება და მასზე სხვადასხვა კონტენტის ასახვა. აგრეთვე შესაძლებელია The Wall-ს დაემატოს დეკორატიული ჩარჩოები, რითაც იგი ორიგინალურ სახეს იძენს. 

Samsung- თანამშრომლობს მთელ რიგ წამყვან კომპანიებთან, მათ შორისაა: Harman Luxury Audio და Steinway Lyngdorf - ხმოვანი სისტემებისთვის; Control4, Crestron და Savant -  სახლის პირობებში ავტომატიზაციისთვის; Domotz, Ihiji და OrvC - დისტანციური მონიტორინგისთვის. 

Samsung-ა ასევე წარადგინა Multi-Link LED HDR: წარმოებაში პირველი გაფართოებული დინამიური დიაპაზონის ტექნოლოგია 8K რეზოლუციით, რომელიც განკუთვნილია LED ეკრანებისთვის. 

image.jpeg 

Samsung-ის მიერ შემუშავებული ალგორითმი ნებისმიერ კონტენტს უზრუნველყოფს HDR ხარისხით სპეციალური მეტამონაცემების საჭიროების გარეშე. 

გამოსახულების მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილია ტექნოლოგიებით - Inverse Tone Mapping (ITM) და Dynamic Peaking, რომლებიც ზრდიან კონტრასტულობას და ფერის აღქმას მთელ ეკრანზე სიმკვეთრის გაორმაგებით. ფუნქცია Color Mapping-ით მიიღწევა ადაპტირებული ფერთა გამა რეალისტური და ნათელი გამოსახულების მისაღებად, სტანდარტი Multi-Link LED HDR კი საშუალებას იძლევა, შემცირდეს შეფერხება კონტენტის გადაცემისას live mode რეჟმის წყალობით.  

Multi-Link HDR სტანდარტით მხარდაჭერილია ყველა Samsung SMART LED Signage ეკრანები და თავსებადია The Wall-თან. 

მიმდინარე წელს Samsung-მა წარადგინა პროფესიონალური დისპლეების ახალი სერია ვიტრინებისთვის - OMN/OMN-D, რომელთა ზომებიც 46-დან 55 დუიმამდეა. მხარდაჭერილია 4000 ნიტი სიმკვეთრე და 5000:1 კონტრასტულობა. უზრუნველყოფილია კონტენტის მკაფიო ასახვა მზის პირდაპირი სხივების მოხვედის შემთხვევაშიც კი. 

OMN-D სერიის პანელები ორმხრივი დისპლეებია, რომლებზეც ერთდროულად აისახება კონტენტი. მათ ინტეგრირებული Wi-Fi მოდული აქვთ. 

ორივე ეკრანი დაცულია მტვრისგა IP5X სტანდარტის შესაბამისად, აგრეთვე აქვთ გადახურებისგან დაცვა. კონტენტის მართვისთვის მათში გამოიყენება საკუთარი ინტეგრირებული საშუალება - MagicINFO S6 - Tizen 4.0-ის ბაზაზე. დისპლეების გამოყენება შესაძლებელია ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში, სწრაფი კვების ობიექტებიდან დაწყებული - სავაჭრო ცენტრებით დამთავრებული. 

image.jpeg 

Samsung-ა აგრეთვე წარადგინა QMR და QBR 4K-დისპლეების ხუთი მოდელი. მათი დიაგონალების ზომები 43-დან 75 დუიმამდეა, აქვთ ინტელექტუალური ფუნქცია AI Upscaling, IP5X სტანდარტის დაცვა, უსაფრთხოების დაცვა KNOX და ინტეგრირებული Wi-Fi მოდულები. 

QMR სერიის მოდელებისთვის დამახასიათებელია თხელი ჩარჩოები, განკუთვნილია აეროპორტებში ან სავაჭრო ცენტრებში გამოყენებისთვის, აქვთ 500 ნიტი სიმკვეთრის დონე (QBR სერიის მოდელებს - 350 ნიტი) და არეკვლისადმი მდგრადი ეკრანი. 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.