Magdalena Posted February 6, 2019 Share Posted February 6, 2019 Harley-Davidson-მა წარადგინა ორი ახალი ელექტრო-კონცეფცია, რომლებიც საკმაოდ უჩვეულოა ბრენდისთვის. ერთ-ერთია მთის ელექტროველოსიპედი, მეორე კი - ელექტროსკუტერი, რომელსაც კომპანიის ყველაზე შთამბეჭდავ იდეად მიიჩნევენ. ელექტროველოსიპედები უამრავია, თუმცა ამ მოდელის გამძლეობა და საიმედოობა მას ბაზარზე არსებული ასობით სხვა ველოსიპედისგან გამოარჩევს. აგრეთვე, Harley-Davidson-ის სახელი კომპანიას ხელს შეუწყობს - ბაზრის დიდი ნაწილი დაიპყროს, თუკი რაღა თქმა უნდა, ამ ველოსიპედს კომერციულ პროდუქტად აქცევს. სკუტერს რაც შეეხება, იგი საკმაოდ წააგავს ელექტრომოპედებს, რომლებსაც სტარტაპი Lithium Cycles უკვე წლებია აწარმოებს. ამ უკანასკნელის სკუტერები უფრო დახვეწილად გამოიყურება, რადგანაც დიდ კომპანიას დიდი მოცულობის რესურსები აქვს (ყოველ შემთხვევაში, პრესისთვის გასაჯაროებულ ფოტოებზე ასე ჩანს). Harley-Davidson-ის სკუტერის პროტიტიპი კი გაცილებით „უხეშია“ და წარმოდგენილია ღია სადენებითა და შეუსაბამო მასალებით. მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა Harley-Davidson-ის მიერ გამოშვებულმა ელექტრომოტიციკლმა - LiveWire-მა, თუმცა რაღა თქმა უნდა მისი ფასის - 30 ათასი აშშ დოლარის გათვალისწინებით, იგი ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახლავთ. ზემოთხსენებული სკუტერი კი ბევრად ნაკლები ეღირება, (ფასი ჯერჯერობით არ სახელდება) თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად სკუტერები ფორმისა და ზომების წყალობით მთელი მსოფლიოს ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ერგებიან. შესაბამისად, Harley-Davidson-ის კონცეპტსაც აქვს პერსპექტივა - მოიპოვოს პოპულარობა ბაზარზე: მას აქვს საკუთარი სტილი, მისი მოხმარება კომფორტული და სასიამოვნოა და რაღა თქმა უნდა - არ ღირს 30 ათასი დოლარი! https://www.theverge.com/2019/2/3/18207435/harley-davidson-electric-scooter-concept-motorcycle-x-games-prototype 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted February 6, 2019 Share Posted February 6, 2019 რა სტრანნი რამეა ეს "ელექტრო ველოსიპედი". როგორც ვატყობ პედლებიც არ აქვს და ტიპიური ენდურო გამოდის ოღონდ ელექტრო :დ ჯერ ზოგადად ელექტრო ველოსიპედის მუღამს ვერ ვგებულობ, ველოსიპედი იდეაში ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება და ვარჯიშს, ამით კიდე თავს იზარმაცებ ადამიანი. სკუტერს რაც შეეხება ძაან კაია, ჩუმია და გარემოს არ აბინძურებს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 9, 2019 Share Posted February 9, 2019 On 2/6/2019 at 11:11 AM, Vako™ said: რა სტრანნი რამეა ეს "ელექტრო ველოსიპედი". როგორც ვატყობ პედლებიც არ აქვს და ტიპიური ენდურო გამოდის ოღონდ ელექტრო :დ ჯერ ზოგადად ელექტრო ველოსიპედის მუღამს ვერ ვგებულობ, ველოსიპედი იდეაში ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება და ვარჯიშს, ამით კიდე თავს იზარმაცებ ადამიანი. სკუტერს რაც შეეხება ძაან კაია, ჩუმია და გარემოს არ აბინძურებს აო ვარაზის ხევზე ან გაგარინზე რომ გაოფლიანების გარეშე ახვიდე მაგისთვისა ელექტრო ველოსიპედი :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.