Jump to content

Corsair ONE — ულტრაკომპაქტური გეიმინგ სისტემური ბლოკები


Recommended Posts

image.jpeg

ONE i140 და i160 - მზა გეიმინგ დესკტოპები კომპანია Corsair-ისგან.  

მწარმოებელმა მოახერხა უმძლავრესი კომპონენტები მცირე ზომის კორპუსში მოეთავსებინა: კორპუსის ზომები შეადგენს 173 x 200 x 380 მილიმეტრს, შიდა მოცულობა კი არ აღემატება 12 ლიტრს. კორპუსის ჩარჩო დამზადებულია ფოლადისგან, შიდა პანელები კი ალუმინისაა და სისქით 2 მილიმეტრია. 

პერფორირებული გვერდითი პანელები ადვილად იხსნება და იძლევა სისტემის კომპონენტებთან წვდომის საშუალებას. შიდა ნაწილს რაც შეეხება, ONE i140 მოდელში განთავსებულია Intel Core I7 9700K და Nvidia RTX 2080, ONE i160 მოდელის შემთხვევაში კი - Intel Core I9 9900K და Nvidia RTX 2080 Ti. ორივე სისტემა აღჭურვილია mITX ფორმატის დედა დაფით, რომელიც დაფუძნებულია Z370 ჩიპსეტზე  და წარმოებულია MSI-ის მიერ. ორივე მათგანს აქვს 32 გიგაბაიტიანი Corsair Vengeance LPX ოპერატიული მეხსიერება 2666 მჰც სიხშირით, ასევე აქვთ Samsung-ის 480 გიგაბაიტიანი M.2 დრაივი  და Seagate-ის მყარი დისკი 2 ტერაბაიტი მოცულობით. 

კორპუსის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია 140 მილიმეტრიანი ვენტილატორი CORSAIR ML140 PRO მაგნიტური „ფრთებით“. 

image.jpeg 

კვების ბლოკს რაც შეეხება, გამოყენებულია Corsair SF600, რომელიც ფლობს 80 Plus Gold სერტიფიკატს. კვების ბლოკისა და კორპუსის ვენტილატორებს შეუძლია იმუშაონ zero rpm რეჟიმში. 

უკანა პანელზე ანთავსებულია ექვსი USB პორტი: თითო USB 3.1 Gen 2 Type-C და USB 3.1 Gen 2 Type-A, ორი USB 3.1 Gen 1 Type-A, ორიც USB 2.0. აგრეთვე განთავსებულია DisplayPort, კონექტორები 802.11ac WiFi-სა და Bluetooth 4.2-სთვის, ქსელური და აუდიოკონექტორები. 

ფრონტალურ პანელზე მოცემულია 3,5 მმ-იანი კომბინირებული აუდიოკონექტორი მიკროფონის ან ყურსასმენებისთვის, ორი USB 3.0 და HDMI პორტი, რომელიც თავსებადია VR მოწყობილობებთან. 

კორპუსი წარმოდგენილია RGB განათებით, რომელიც რეგულირდება საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით - Corsair iCUE. 

ONE i140 მოდელის ფასი 3 ათასი აშშ დოლარია, ONE i160 მოდელისა კი - 3600 $.  

5 ათას დოლარად კი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ONE PRO i180 მოდელს - Intel Core i9-9920X პროცესორითა და 960 გიგაბაიტიანი დრაივით. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.