Jump to content

სასამართლოს ცნობების თანახმად QuadrigaCX-ს მომხმარებლების 190 მლნ დოლარი მართებს 13:00


Recommended Posts

image.jpeg

Coindesk-ისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს ცნობები, რომლის თანახმადაც კანადურ კრიპტო-ბირჟა QuadrigaCX-ს მომხარებლების 190 მლნ დოლარი მართებს, თუმცა ვერ ახერხებს წვდომის მიღებას რესურსების უდიდეს ნაწილზე. 

Nova Scotia-ს უზენაეს სასამართლოში 31 იანვარს შეტანილი სარჩელის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ რობერტსონი (QuadrigaCX-ის დამფუძნებლის ქვრივი) აცხადებს - ბირჟას თავისი მომხმარებლების დაახლოებით 250 მლნ კანადური დოლარი მართებს (190 აშშ დოლარი) როგორც კრიპტოვალუტებში, ასევე ფიატში. გაცილებით ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ კრედიტორთა დაცვა გათვალისწინებული იყო, თუმცა ამჯერად საუბარია გართულებულ ვითარებაზე. 

2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ბირჟაზე რეგისტრირებული იყო დაახლოებით 115 ათასი მომხმარებელი - აღრიცხულია 70 მლნ კანადური დოლარი ფიატში და 180 მლნ კანადური დოლარი კრიპტოვალუტებში. 

ბირჟაზე ინახება დაახლოებით 26 500 Bitcoin-ი (92,3 მლნ აშშ დოლარის), 11,000 Bitcoin Cash (1,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების), 11,000 Bitcoin Cash SV (707 ათასი აშშ დოლარი), 35,000 Bitcoin Gold (352 ათასი აშშ დოლარი), დაახლოებით 200 ათასი Litecoin (6,5 მლნ $) და დაახლოებით 430 ათასი Ethereum (46 მლნ აშშ დოლარის ღირებულების), რაც ჯამში 147 მლნ დოლარს შეადგენს - ნათქვამია სასამართლოს ანგარიშში. 

გაურკვეველია, ბირჟაზე არსებული კრიპტოების რა ნაწილი ინახებოდა ე.წ. Cold storage-ში - hot wallet-ების პარალელურად. რობერტსონმა განაცხადა, რომ „ცხელ საფულეებში ინახებოდა კრიპტოვალუტების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა“, თუმცა ამის შესახებ დეტალები არ წარმოუდგენია. 

რობერტსონმა აღნიშნა: 

„სტანდარტული პროცედურის მიხედვით, Quadriga CX-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჯერალდ კოტენმა მონეტების უმეტესობა cold storage-ში მოათავსა, რათა ისინი ვირტუალური ქურდობისგან დაეცვა“. 

მან აგრეთვე დაამატა, რომ კოტენს ერთპიროვნული პასუხისმგებლობა და წვდომა ჰქონდა ფულად რესურსებსა და მონეტებთან და გუნდის წევრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მიიღონ წვდომა ბირჟის Cold storage-თან. 

არსებობს ალბათობა, რომ Quadriga-ს რესურსების ნაწილი სხვა ბირჟებზე ინახება, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული - განაცხადა რობერტსონმა. 

როგორც ცნობილია, ჯერალდ კოტენი კრონის დაავადებით გარდაიცვალა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში ინდოეთში, ჯაიპურში. მისი გარდაცვალების შესახებ ბირჟამ მოგვიანებით განაცხადა. 

როგორც ჩანს, ბირჟის დამფუძნებელს ერთპიროვნული კონტროლი და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდა ბირჟის cold storage-თან დაკავშირებით. რობერტსონის თქმით, კოტენის გარდაცვალების შემდეგ „Quadriga- კრიპტოვალუტების ინვენტარი მიუწვდომელი გახდა და შესაძლოა, მათი ნაწილი დაიკარგა კიდეც“. 

მოგვიანებით მან აგრეთვე განაცხადა, რომ მას არანაირი საქმიანი ჩანაწერი არ გააჩნია Quadriga CX-სა და მის შვილობილ კომპანისთან დაკავშირებით. მას მხოლოდ კოტენის ლეპტოპი აქვს, რომელიც კოდირებულია და ჯერჯერობით ვერ ხერხდება პაროლისა და ლეპტოპის შიგთავსის აღდგენა სპეციალურად დაქირავებული სპეციალისტის ძალისხმევის მიუხედავად.  

პრობლემები გამოიწვია კანადის კომერციულ ბანკთან (Canadian Imperial Bank of Commerce (CIBC) სამართლებრივმა დავამ. კერძოდ, Quadriga-ს საგადასახადო პროცესორმა, Billerfy-მ განაცხადა საბანკო პარტნიორთან დაკავშირებულ პრობლემებზე - იგი ხელს უშლიდა პროცესორს - დაებრუნებინა რესურსები ბირჟაზე და შესაბამისად - მომხმარებლებისთვის. 

Billerfy-ს მფლობელობაში დაახლოებით 30 მლნ კანადური დოლარია ამ დროისთვის,  კიდევ სამი პროცესორი კი ერთობლივად ინახავს დაახლოებით 565 ათას დოლარს. 

მეხუთე საგადასახო პროცესორი - WB21 ინახავს კიდევ 9 მლნ კანადურ დოლარს და 2,4 მლნ აშშ დოლარს (ჯამში 9,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულება) Quadriga-ს სახელით. თუმცა WB21 „უარზეა გაათავისუფლოს თანხები ან გამოეხმაუროს Qiadriga-ს კომუნიკაციას”, ნათქვამია განხადებაში. 

WB21 პროცესორის პიარ-მენეჯერმა რალფ მიულერმა განაცხადა: „WB21-მ არ დაადასტურა წერილობით განხილვაში მოხსენიებული ბალანსის სისწორე. Quadriga-ს ირგვლივ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა შეზღუდა ექაუნთი, სანამ ძიება არ დასრულდება“.  

„არ შეგვიძლია გავამხილოთ ინფორმაცია მომხმარებლების რესურსების ბალანსის შესახებ, რადგან ვალდებულნი ვართ დავიცვათ კონფიდენციალურობა“ -  დაამატა მიულერმა. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია უჩივის WB21 US Inc-სა და WB21 NA Inc.-ს,  აგრეთვე მათთან დაკავშირებულ პირებს და თაღლითობაში სდებს ბრალს. 

ბირჟას „სასწრაფოდ სჭირდება ფუნქციონირების შეჩერება, რაც Quadriga-სა და მის კონტრაქტორებს დამატებით დროს მისცემს - მოიძიონ კრიპტო-მარკეტები და მოაწესრიგონ ბირჟის საბანკო პროექტები“ - წერს რობერტსონი.  

მომხმარებლები უკვე რამოდენიმე თვეა ჩივიან თანხის გამოტანის პრობლემებთან დაკავშირებით და Quadriga CX-ის გუნთან კავშირის არარსებობის გამო. შეშფოთება განსაკუთრებით გამძაფრდა მიმდინარე კვირაში, როდესაც ვებ-გვერდმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 

რობერტსონმა აღნიშნა, რომ 26 იანვარს ბირჟის ახალმა დირექტორებმა გადაწყვიტეს, პლატფორმას დროებით შეეწყვიტა მუშაობა. ორი დღის შემდეგ პორტალი მიუწვდომელი გახდა. 

მომხმარებლებს რომ საკუთარი ფინანსები დაუბრუნოს, ამისთვის ბირჟა განიხილავს თავისი ოპერაციული პლატფორმის გაყიდვის საკითხს. რობერტსონის აზრით სავაჭრო პლატფორმას მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს, მაგრამ ეს ღირებულება შემცირდება, თუკი ბირჟის წინააღმდეგ საჩივარი შევა. 

Quadriga იმედოვნებს, რომ 5 თებერვალს დაინიშნება სასამართლო მოსმენა და დაკმაყოფილდება მოთხოვნა -  შეჩერდეს მუშაობა დროებით. აგრეთვე -  დაინიშნოს Ernst & Young დამოუკიდებელ მესამე მხარედ , რომელიც საქმიანობას თვალყურს მიადევნებს სამომავლოდ. 

რობერტსონის წერილობით ჩვენებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: http://bit.ly/2HPBReV 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ძალიან დიდი ამბავია ეს. იმის ეჭვებიც არსებობს, რომ დირექტორმა სიკვდილი გაითამაშა :) 

მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ უსვამს ეს ფაქტი ხაზს, რომ დიდი რაოდენობით კრიპტო იქსჩეინზე არ უნდა შეინახოთ. თუ პრაივით ქი არ გაქვთ, კრიპტო თქვენი არაა.

და მესამე მხრივ, აბსოლუტურად გაუმართავი ოპერაციული უსაფრთხოებისა და ბიზნესის განგრძნობადობის პოლიტიკა და სტრატეგია ჰქონიათ თუ მართალია ის, რაც წერია. ყველა ნორმალური იქსჩეინჯი დღეს ენტერპრაიზ მულტისიგ სოლუშენს იყენებს ქოლდ ვოლეთებისთვის და ხელმოწერები განაწილებულია, რომ თუნდაც რომელიმეს გარდაცვალებამ ხელი არ შეუშალოს იქსჩეინჯის ფუნქციონირებას.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.