Magdalena Posted February 2, 2019 Share Posted February 2, 2019 იმ დროს, როდესაც კომპანიები მობილიზებულნი არიან კრიპტოვალუტების შექმნაზე, კრიპტო-ბაზრებზე ვითარება 2019 წელს სიმშვიდისკენ მიდის - განაცხადა CoinList-ის გენერალურმა დირექტორმა ენდი ბრომბერგმა (Andy Bromberg) Yahoo Finance-თან ინტერვიუში. 2017 წლის ბოლოს დაფიქსირებული რეკორდული მაქსიმუმის შემდგომ, 2018 წელს კრიპტობაზრებზე უპირატესად „დათვური“ ტენდენცია შეინიშნებოდა. უმსხვილესმა მონეტებმა დიდი დანაკარგები განიცადა: წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 74%-ით დაეცა, ეთერიუმისა და რიპლის ღირებულება კი - 84%-ით. 2019 წლის პირველ თვეშიც მნიშვნელოვანი დანაკარგები შეინიშნებოდა წამყვან კრიპტოვალუტებში. ყოველთვიური გრაფიკის მიხედვით იგივე მონეტების - BTC-ის, ETH-ისა და XRP-ს ფასი შემცირდა 9,5, 22 და 15,5 პროცენტით, შესაბამისად. თუმცა ბრომბერგის აზრით, ბაზრის შენელებული მოქმედება ნიშნავს, რომ კომპანიები და ანტრეპრენერები დაიწყებენ უფრო სასარგებლო სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაზე მუშაობას: „2019 წელს, როგორც ჩანს, ადამიანები შენებაზე იქნებიან კონცენტრირებულნი... ვფიქრობ, რომ ბაზარზე სიმშვიდე იქნება იმ დროს, როდესაც ადამიანები ფოკუსირებულნი იქნებიან რაიმეს შექმნაზე. ეს შემთხვევა მესოპოტამიას ჰგავს - „ცივილიზაციის აკვანს“, სადაც ყველას აქვს აუცილებელი ინგრედიენტები და საჭიროა მობილიზება და იმპერიების შენება. როგორი იქნება მომავალი - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეიქმნება ამ წელს“. ბრომბერგმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით სულ უფო ნაკლები აჟიოტაჟია. ფასების შემცირებამ და არასტაბილურობის დონემ უამრავი სპეკულიანტი აიძულა - 2018 წლის ბოლო კვარტალში დაეტოვებინათ კრიპტოვალუტების სფერო. ზოგიერთი მათგანი დადებითად იყო განწყობილი initial coin offering-ის (ICO) “ბუშტის გასკდომის“ მიმართ, რადგანაც ზოგმა პროექტმა ვერ მოახერხა წარმატებული (სასარგებლო) პროდუქტის შექმნა, ზოგი კი თაღლითობა აღმოჩნდა. ამ დროისთვის CoinList-მა ხუთი ICO გამოარჩია: Filecoin, Blockstack, Props, Origin და TrustToken, რომელთაგანაც ჯერ არც ერთს არ გამოუშვია ტოკენები Yahoo Finance-ის თანახმად. CoinList-ი ირჩევს და ამოწმებს თითოეულ პროექტს დამოუკიდებლად და ტოკენებს ყიდის მხოლოდ აკრედიტებულ ინვესტორებზე (ფიზიკურ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 200 ათას აშშ დოლარს აღემატება, ან აქვთ სუფთა აქტივებიდან (საცხოვრებელი ადგილის გამოკლებით) შემოსავალი 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი). ბრომბერგის განცახდება არის ამ თვეში მის მიერ გაკეთებული წინა განცხადების გამოძახილი. წინა შემთხვევაში მან განუცხადა Wall Street Journal-ს, რომ კრიპტოგრაფიის შემდგომი ნაბიჯი გახდა იმის გამორკვევა, თუ „როგორ შეგვიძლია პროდუქტებში ამ ტექნოლოგიის გამოყენება ხალხისთვის“. ბრომბერგის აზრით - „სამომხმარებლო პროდუქტების შექმნა მართლაც რთულია. საწარმოო ინსტრუმენტების კომპლექტი ჯერჯერობით არ არსებობს“. https://cointelegraph.com/news/coinlist-ceo-quiet-year-for-crypto-in-2019-will-lead-to-innovation 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 2, 2019 Share Posted February 2, 2019 მეც ასე მგონია, რომ 2019 შენების და ახალი პროდუქტების დადების წელი იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.