Jump to content

ელექტრო ჰიპერმანქანების გამოჩენამდე ცოტა დრო რჩება


Recommended Posts

ეჭვს აღარ იწვევს, რომ მომავალში პრაქტიკულად ყველა ავტომობილი ელექტროენერგიაზე იმუშავებს. ელექტროძრავებით არა მარტო მსუბუქი ავტომობილების აღჭურვას აპირებენ, არამ Formula-1-ის სპორტული ბოლიდებისაც. გარდა ამისა, ენერგიის უვნებელ წყაროზე გადავა ჰიპერმობილებიც - ერთ-ერთი ამგვარი ავტომობილი იქნება მოდელი კოდური დასახელებით - Omega. ითვლება, რომ იგი Aston Martin Valkyrie-ს პირდაპირი კონკურენტი იქნება. როგორც ცნობილია, ეს ავტომობილი 320 კმ/სთ-მდე აჩქარებას 10 წამში ახორციელებს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 400 კმ-ზე მეტს შეადგენს. 

image.jpeg 

Omega-ს მწარმოებელმა, Lotus-მა პარტნიორული ხელშეკრულება დადო კომპანია Williams Advanced Engineering-თან, რომელიც ამ დრომდე სხვა მწარმოებლებისთვის ჰიპერმობილების შექმნაში მონაწილეობდა. გამოცხადდა, რომ ორივე მხარე ერთმანეთს გაუზიარებს გამოცდილებას მაღალი წარმადობის ძრავები ტექნოლოგიაში. ძველად Williams-ი ეხმარებოდა კომპანიებს - Singer-სა და Jaguar-ს სუპერსწრაფი ავტომობილების შექმნაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჯერად შექმნილი ახალი კავშირი დაკავდება ჰიპერმობილ Omega-ს წარმოებით. 

როგორც ცნობილია, Omega-ს ექნება ელექტროძრავი, რომელიც მოემსახურება ორივე ხიდს (four-wheel-drive), აკუმულატორის ერთი დამუხტვით შესაძლებელი იქნება 400 კილომეტრის გავლა. თუკი დამუხტვის მარაგი ამოიწურება, სანერვიულო არაფერია - ავტომობილი თავსებადი იქნება სუპერსწრაფ დატენვის ტერმინალთან. თუკი Lotus-ი დაეთანხმება Williams-ის რჩევებს, ჰიპერმობილს დიდი ალბათობით ექნება ნახშირბადის ბოჭკოვანასგან შექმნილი უამრავი დეტალი, რისი წყალობითაც შემსუბუქდება ავტომობილის კორპუსი. აგრეთვე, მანქანა დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება ბრიტანული კომპანიის აკუმულატორით. 

ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, როდის იხილავს ფართო საზოგადოება Lotus Omega-ს მუშა პროტოტიპს. გამომცემლობა Autocar-ი თვლის, რომ წარდგენა მოხდება დაახლოებით ორი წლის შემდეგ - დაახლოებით ეს დრო დასჭირდება პროექტს დამუშავებისთვის.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.