Jump to content

TokenSoft-ი უშვებს კრიპტოვალუტების დაცვის სერვისს Security ტოკენებისთვის


Recommended Posts

image.jpeg

TokenSoft-ი უშვებს პირველ cold-storage სერვისს, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად Security ტოკენების დაცვისთვის. 

კომპანია აგრეთვე ეხმარება სხვა კომპანიებს - განახორციელონ ტოკენების ლეგალურობაზე მორგებული გაყიდვები და ახდენს ბროკერ-დილერების ინვესტირებას. ამჯერად კი მან გამოუშვა საფულის ბეტა-ვერსია უკვე არსებული და მომავალი მოხმარებლებისთვის. მისი დასახელბაა Knox, იგი საშუალებას აძლევს კომპანიებს - შეინარჩუნონ თვითკონტროლის სისტემა სხვადასხვა კრიპტოვალუტებსა და ციფრულ ფასიან ქაღალდებზე. 

„იგი უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს, როდსაც საუბარი ეხება ციფრულ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს“ - განაცხადა TokenSoft-ის თანადამფუძნებელმა Mason Borda-მ. – „ციფრული აქტივების ინდუსტრია მოსახერხებელი იყო მონეტების შესანახად ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, ციფრული ფასიანი ქაღალდები კი სიახლეს წარმოადგენს“. 

ბორდას თქმით, ციფრული ფასიანი ქაღალდები (Digital securities) კრიპტოვალუტებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი, როგორც წესი, ნაკლებად დეცენტრალიზებულნი არიან და გარკვეული შეზღუდვა გააჩნიათ ტრეიდერებისთვის. ციფრულ აქტივებს (digital assets) კი, მაგალითად ბიტკოინს, ამგვარი შეზღუდვა არ გააჩნია. 

გარდა ამისა, ციფრული ფასიანი ქაღალდები შესაძლოა იყოს აქტივებით გამყარებული ტოკენები, იქნება ეს კაპიტალი, სესხი თუ უძრავი ქონება. 

ბორდამ საფულე Knox-ს უწოდა „პირველი დაცვა ციფრული ფასიანი ქაღალდებისთვის“ და დაამატა: 

„ვფიქრობ, რომ ეს არის ინფრასტრუქტურის საკვანძ გასაღები, რომლის იგნორირებაც ხდებოდა ამ დრომდე. ამჯერად კი იგი გარდაუვალია ციფრული ფასიანი ქაღალდების მომსახურებისთვის“. 

Knox საფულეში შსაძლებელია ნებისმიერი ERC-20, ERC-1404, DS-20 (Securitize), ST-20 (Polymath) ან Harbor-ის R ტოკენების შენახვა. მისგან მხარდაჭერილი იქნება აგრეთვე ბიტკოინი და ეთერიუმი, თუმცა ბორდამ ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი ყურადღება დაეთმობა ციფრულ ფასიან ქაღალდებს და არა კრიპტოვალუტებს. ასეა თუ ისე, ამგვარი ციფრული ქაღალდები შესაძლოა დაფუძნდეს Ethereum-ის, Stellar-ის, R3-ის ან Hyperledger-ის ბლოკჩეინ-პლატფორმებზე. 

„ხშირად გვესმის, რომ მისი გამოყენება ძალიან მარტივია და ინვესტორებს სურთ, რომ შეძლონ თავინთი ბიტკოინების მართვა ასეთივენაირად. სწორედ ამიტომ ავამოქმედეთ სერვისი მხარდაჭერა დამატებით ციფრულ აქტივებზე, თუმცა პროდუქტი მასზე არ არის ფოკუსირებული“ -  განაცხადა ბორდამ. 

საფულესთან დაკავშირებით არსებული უსაფრთხოების სხვადასხვა ფუნქციები საშუალებას იძლევა - რამოდენიმე მფლობელმა გაიაროს ავტორიზაცია, განახორციელოს ტრანზაქციები და კრიპტოგრაფიული იდენტიფიკაცია. 

საფულე Knox ავდაპირველად შეიქმნა 2017 წელს და მასზე გასულ წლამდე წვდომა ჰქონდა მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს. ამჯერად ამოქმედებული სერვისი მიიჩნევა, როგორც „production grade“, თუმცა სერვისი ჯერჯერობით კვლავ ბეტა-ვერსიად რჩება. საფულე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს თვეებში გახდება - ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.